#28517
BLH
Keymaster

რას წარმოადგენს ექსპედიციის ხელშეკრულება?

 

ექსპედიციის ხელშეკრულების დანიშნულებაა,  ტვირთის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება და განხორციელება, ექსპედიტორის მიერ. შესაბამისად ტვირთის გამგზავნი და მიმღები თავისუფლდებიან გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებებისგან.

 

ამდენად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, თუმცა ექსპედიტორი შეიძლება არ იყოს ტვირთის გადამზიდველი და შესაბამისად მას მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ვალდებულება ჰქონდეს.

მაგ: ექსპედიტორს შეიძლება დაეკისროს, რომ თავისი სახელით, მაგრამ შემკვეთის ინტერესებისათვის გააფორმოს გადაზიდვის ხელშეკრულება გადამზიდველთან.

 

ექსპერდიციის ხელშეკრულების მხარეები (ექსპერიდტორი და შემკვეთი)

 

შემკვეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი -ძირითადად ტვირთის გამგზავნი და მიმღები, ასევე მისი მესაკუთრე. ექსპედიტორი ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.

 

სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საგანი

 

ექსპედიციის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა, მათ შორის გადაზიდვის ხელშეკრულების დადება ტვირთის გადამზიდველთან, ასევე დამატებითი მოქმედებები, როგორიცაა შესაბამისი საჭირო დოკუმენტაციის მიღება, საბაჟო და სხვა ფორმალობების შესრულება, ტვირთის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება, გადმოტვირთვა/გადატვირთვა, ტვირთის მიღება დანიშნულების ადგილზე და ა.შ.