#2807
Edika
Participant

ანუ მთავარი მანდ არის ის რომ სააპელაციო სასამართლო ამბობს რომ ამ შემთხვევაში გათანაბრების პრინციპი მეორე მემკვიდრეს ართმევს მემკვიდრეობის უფლებასო და ამან განაპირობა სავალდებულო წილის ანალოგიით გამოყენება.

 

სინამდვილეში ასე არ არის, ანუ ამ შემთხვევაში გათანაბრების პრინციპი არ ართმევს მეორე მემკვიდრეს მემკვიდრეობის უფლებას. მაგალითად  მამკვიდრებლის სახლი რომლის ღირებულება არის 40000 ლარი მემკვიდრემ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიახარჯა 60000 ლარი. ამ შემთხვევაში სამკვიდრო ქონებას როგორც ეს მოცემულია 1477-ე მუხლის მეორე ნაწილში ვერ გამოაკლდება (არ აკლდება) გატანაბრების ტანხა (40000 არ აკლდება 60000 ბუნებრივია) ამიტომ გათანაბრების თანხა მთლიანად შთანთქავს ”სამკვიდრო ქონებას”. სინამდვილეში სამკვიდრო წილს კი არ ართმევს მეორე მემკვიდრეს არამედ 1477 მუხლი არის საკომპესაციო ხასიათის როგორც ეს მოცემულია 1328-ე მუხლში, ანუ გათანაბრების პრინციპი არ ართმევს მემკვიდრეობის უფლებას სხვა მემკვიდრეს და ამაში შეცდა სააპელაციო სასამართლო.

 

მაგალითად რომ ეკუთვნის სამკვიდრო 1/3 და გატანაბრების ტანხა მთლიანად ფარავს ამ სამკვიდროს ღირებულებას ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს 1/3 წილი ერთმევა თანამემკვიდრეს, არამედ კომპესაცია უნდა გადაიხადოს ამის სანაცვლოდ.

 

რას იტყვი?