#27383

გ) ქმედების ფორმა (მოქმედება/უმოქმედობა)

 

მოქმედება- დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ხმაური, დაბინძურება, გაჩეხვა, განადგურება და ა.შ.).

 

უმოქმედობა- უნდა გაიმიჯნოს ნამდვილი და არანამდვილი უმოქმედობით განხორციელებული ქმედებები.

 

ნამდვილი უმოქმედობით დელიქტი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ქმედების შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უმოქმედობას უკავშირებს. მაგ: ხანძრის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

არანამდვილი უმოქმედობით დელიქტის შემთხვევაში ქმედების შემადგენლობა აღწერს კონკრეტულ აქტიურობას, რომლის შესაბამისია დამრღვევის  უმოქმედობა, როდესაც მას აქვს გარანტორის ფუნქცია. მაგ: “ა”-ს ძაღლმა დააზიანა “ბ”, ამ შემთხვევაში სახეზეა არანამდვილი უმოქმედობა “ა”-ს მხრიდან, რადგან მას ევალებოდა თავისი ძაღლის მხრიდან საფრთხის აღკვეთა რაც ვერ მოახერხა.