მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
კარგად, რომ წაიკითხო ჩემი ნაწერი მიხვდები, რომ 1160-ე მუხლის გამოყენება საერთოდ არ უნდა მოხდეს, რადგან გამოიყენება 1335-ე მუხლი. არამატერიალურ ქონებაზეც გამოიყენება ეს მუხლი, მაგრამ მე ზოგადად ვლაპარაკობდი მსგავს შემთხვევებზე.
შენ რასაც წერ სამართლებრივად გაუმართავია და თუ რატომ ეგეც დავწერე ზემოთ და დაგისვი კითხვა, რომელსაც კიდევ ერთხელ დაგისვამ.
თუ შენ პოზიციას გავიზიარებთ და ვიტვით, რომ 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხან ბათილია ხან ნამდვილია და ეს დამოკიდებულია სამკვიდრო ქონება დარჩა თუ არა განმკარგველ მეუღლეს (ასეთი განმარტება ჩემთვის მიუღებელია, თუ რატომ ზემოთ დავწერე უკვე) რა მოხდება მაშინ, როცა სამკვიდროში შემავალი ქონება მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს საკომპენსაციო თანხას?
ერთი მაგალითი უნდა დავწერო შენი პოზიციის საწინააღმდეგოდ… ნიკამ ნასყიდობის ხელშეკრულების გზით გაასხვისა მეუღლეთა თანასაკუთრება. შემდგომ გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდრო ქონება საერთოდ არ დარჩა (გაანიავა ფული)… შენ პოზიციას თუ მივყვებით ნასყიდობის ბათილობის მოთხოვნის უფლება აქვს მეორე მეუღლეს და ქონების დაბრუნების?
