#2651
Edika
Participant

მაინც ვერ გავიგე რატომ არ მოგწონს ჩემი ნათქვამი. მე მგონია რომ ლოგიკიდან შორს არაა. ვერ ვხვდები კიდევ მესამე პირები რატომ ახსენე, მე არ მიხსენებია. ან ფარდობითი ურთიერთობა რა შუაშია.

 

მარტივ რაღაცას ვამბობ, თუ კომპესაციის მოთხოვნის უფლება, ბათილობის აკრძალვის სანაცვლოდ ენიჭება, მაშინ შემთხვევა როცა თვითონ კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივ საფუძველი წყდება  და ბალანსი დაუცველი რჩება,რატომ არ უნდა ქონდეს ბათილობის მოთხოვნის უფლება? 1160-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზანი ხომ ბალანსის დაცვაა? და როცა კომპესაციის უფლება აღარ ააქვს კრედიტორს მაინც მოქმედებს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი? აქედან გამომდინარე როცა მოანდერძემ განკარგა მეუღლეტა თანასაკუთრება, ისე რომ მეორე მეუღლეს ერთმევა კომპესაციის მოთხოვნის უფლება (ანუ გარდაიცვალა ისე რომ არანაირი ქონება არ დარჩენია, შესაბამისად მემკვიდრეები ვერ აგებენ პასუხს, რაც იწვევს კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივი საფუძველის შეწყვეტას) ამ შემტხვევაში არ მოქმედებს 1160-ე მუხის მეორე ნაწილი.

 

ახლა მეორე შემთხვევა, ანუ როცა კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივი საფუძველი არ შეწყვეტილა (ანუ გარდაიცვალა მოანდერძე, დარჩა სხვა ქონება, შესაბამისად უფლებამონაცვლეებიც დარჩა), ამ შემტხვევაში წინააღმდეგობაში მოდის 1335-ე და 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი ერთმანეთთან.