#1775

შინაურულ ანდერძთან დაკავშირებული საკითხები

ზოგადად შინაურული ანდერძი, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატიებიდანაც ჩანს, არის ისეთი ანდერძი, რომელიც არის დაწერილი და ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, ისე რომ ნოტარიულად არ არის დამოწმებული აღნიშნული ანდერძი, ანუ უბრალოდ აიღო მამკვიდრებელმა ფურცელი და კალამი, დაწერა თავისი სურვილები მის დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით და მოაწერა ხელი. ასეთი ანდერძი იქნება, ისეთივე იურიდიული ძალის მქონე, როგორიც ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ანდერძი.

თუმცა მეორე მხრივ  არსებობს გარკვეული რეგულაციები, რაც ახასიათებს შინაურულ ანდერძს. მაგ:  სამკვიდროს მოწმობის მისაღებად მემკვიდრემ, რომლემაც შინაურული ანდერძით მიიღო სამკვიდრო, უნდა წარადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ანდერძი მართლაც გარდაცვლილ მამკვიდრებელს ეკუთვნოდა.

ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა გვაქს რამდენიმე შინაურული ანდერძი, ჭირს იმის გარკვევა, თუ რომელია უფრო ადრე დაწერილი. თვითონ ექსპერტიზამაც შეიძლება სხვადასხვა პასუხი დადოს, იმის შესახებ მართლაც მამკვიდრებლის მიერ არის თუ არა დაწერილი შინაურული ანდერძი,

მაგ: საქმეში N-ას-1563-1563-2011, სადაო იყო შინაურული ანდერძი ეკუთვნოდა თუ არა გარდაცვლილ პირს, საქმეში წარმოდგენილი იყო 3 ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ორის მიხედვით გარდაცვლილს ეკუთვნოდა ანდერძი, ხოლო მესამის მიხედვით საწინააღმდეგო დასტურდებოდა.

მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის დანაწესიც:

“1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი  არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.

2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.”