7 წამიანი ვიდეო პროფილის სურათის ნაცვლად

unnamed-22Facebook ახლო მომავალში სრულიად ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას სტატიკური პროფილის სურათის ნაცვლად ატვირთონ 7 წამიანი პროფილის ვიდეო.


ახალი ფუნქციით სარგებლობა თავდაპირველად კალიფორნიის შტატში და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ IPhone-ს მფლობელებს შეეძლებათ. Facebook განაცხადა, რომ ამ ახალი ფუნქციით ადამიანებს აძლევენ საკუთარი თავის უფრო მეტად გამოხატვის საშუალებას.   პროფილის ვიდეო მხოლოდ მაშინ ჩაირთვება, როცა მომხმარებლის პროფილის გვერდზე გადავალთ, ხოლო news feed-ში გამოჩნდება ვიდეოს წინასწარ შერჩეული კადრი სურათად.

01-Video_GIFS_Final-640x230

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email