როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია?
სულ რაღაც ერთი-ორი წელი დარჩა, სანამ მობილური ოპერატორები დაიწყებენ 5G ტექნოლოგიის დანერგვას თავიანთ ქსელებში, აღნიშნული ტექნოლოგია უკვე შემუშავების ბოლო სტადიაზეა.
5G ტექნოლოგია 4G-ზე გაცილებით სწრაფი იქნება, თუმცა ამავდროულად არ ეღირება ძვირი, გვპირდებიან ექსპერტები.
5G -ის სიჩქარე 4G-ისთან შედარებით 40 ჯერ სწრაფი იქნება, ასეთი სისწრაფის ქსელი უზრუნველყოფს 5G სმარტფონის მეშვეობით 3D კინოს 6 წამში გადმოწერას, იგივე კინოს გადმოსაწერად 4G ქსელის მეშვეობით საჭირო იქნებოდა 6 წუთი.
საინტერესოა თუ როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია საქართველოში, სადაც 4G ტექნოლოგია ახლახანს დაინერგა.