2015 წლის TOP ტექნოლოგიური სიახლეები

2015 წლის ტექნოლოგიური სიახლეები

2014 წელი ძალიან ბევრი ტექნოლოგიური ინოვაციით იყო გამორჩეული, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. 2015 კიდევ უფრო მეტ სიახლეს გვპირდება ციფრულ სამყაროში. გადავხედოთ რა ტექნოლოგიურ სიახლეებს უნდა ველოდოთ 2015 წელს.

Apple აპირებს გამოუშვას Apple Watch 2015-ის დასაწყისში.

1418738909-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-1

Apple Watch იქნება Apple-ის პირველი პროდუქტი, რომელიც გაეშვება ახალი CEO Tim Cook-ის მოღვაწეობის პერიოდში. კომპანიამ პროდუქტი სექტემბერში წარადგინა, თუმცა მისი ფუნქციების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა. Apple კვლავ აგრძელებს მუშაობას ამ პროდუქტზე, ასე რომ უფრო მეტ სიახლეს 2015-ში უნდა ველოდოთ.

Windows 10 რომელმაც უნდა გამოასწოროს Windows 8-ის ძალიან ბევრი პრობლემა.

1418739023-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-2

Microsoft-მა Windows- ის ახალი ვერსია ამ შემოდგომაზე წარადგინა, Windows 10 იქნება მორგებული ყველა ტიპის ტექნიკისათვის, ესენია: სმარტფონები, ლეპტოპები, desktop კომპიუტერები და Xbox. მისი ინტერფეისი შეგვიძლია შევცვალოთ იმის მიხედვით თუ რომელ დევაისზე ვიყენებთ, ამ ფუნქციის სახელწოდებაა Continuum. ეს პროდუქტი ჯერ კიდევ შექმნის საწყის ეტაპზეა, თუმცა მის გამოშვებას 2015 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ.

Samsung -მა განაცხადა რომ დიდ იმედებს ამყარებს Galaxy S6-ზე.

1418739154-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-3

Samsung-ის ახალი მობილური ტელეფონი Galaxy S6 სავარაუდოდ 2015 წლის დასაწყისში გამოვა. დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ რომ ეს ვერსია იქნება სამსუნგის ტელეფონების ძალიან დიდი განახლება. ასევე ამბობენ, რომ მისი კოდური სახელწოდებაა “Zero” რადგან მისი აწყობა ნულიდან ხდება.

Samsung-იც ახალი საათის გამოშვებას გეგმავს.

1418739265-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-4

მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა 6 სხვადასხვა სმარტფონ საათი გამოუშვა გასულ წელს, კომპანიას ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია ექსპერიმენტები პორტაბელურ კომპიუტერებზე. აქამდე არცერთი სამსუნგის საათი არ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, იქნებ 2015-ში მიაღწიონ ძალიან კარგ შედეგს.

Samsung მუშაობს ახალ მობილურ ტელეფონზე დრეკადი ეკრანით.

1418739384-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-5

Samsung-მა ეხლახანს განაცხადა რომ 2015-ში დაიწყებენ დრეკადი ეკრანების მასობრივ წარმოებას. წლის ბოლოსთვის კი უკვე მობილური ტელეფონის გამოშვებასაც გეგმავენ, რომელსაც დრეკადი ეკრანი ექნება.

Apple მუშაობს iPad-ის კიდევ უფრო დიდ ვარიანტზე.

1418739546-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-7

Apple ამზადებს iPad-ის ახალ ვერსიას 12 დიუმიანი . ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი დეტალები, სავარაუდოდ iPad Pro 2015 წლის დასაწყისში გამოჩნდება.

The Oculus Rift სავარაუდოდ 2015 წლის ბოლოს გამოვა.

1418740044-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-9

The Oculus Rift, ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Mark Zuckerberg-ზე რომ მან კომპანია 2 მილიონ დოლარად შეიძლიან. იგი ჯერ კიდევ დეველოპმენტის სტადიაშია და წლის ბოლოსთვის იგეგმება მისი გამოშვება. Oculus Rift ჯერჯერობით მხოლოდ ვიდეო თამაშებისთვისაა პოპულარული. მაგრამ სამომავლოდ ალბათ უფრო მეტი ვირტუალური კონცეპტებისთვის გამოიყენებენ.

Microsoft Office-ის touch ვერსია ვინდოუსისთვის

1418740177-14-most-exciting-new-tech-products-will-launch-2015-11

Microsoft Office ამჟამად მუშაობს Microsoft Office-ის touch ვერსიაზე, რომელიც უფრო მორგებული იქნება ტაბლეტებსა და სმარტფონებზე. იგი ძალიან გავს Office –ს რომელიც განკუთვნილია iPad-ისთვის. სავარაუდოდ იგი Windows 10-თან ერთად გამოვა 2015-ში.