შენგენის ტიპის სავიზო რეჟიმი უცხოელებისთვის

savizo_gamartivda_

ახალი სავიზო რეჟიმი უცხოელებითსვის

1 სექტემბერს ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქოების არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ კანონში, რაც საგარეო უწყების განმარტებით იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შენგენის ზონის მსგავსი სავიზო პოლიტიკა ექნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ტაბატაძის განცხადებით, შემუშავებულია ქვეყანაში ყოფნის ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი მგზავრობის ფარგლებში 180 დღის განმავლობაში 90 დღით დარჩენა შეეძლება.

“1 სექტემბერს ძალაში შედის ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ. დღეს ამ ახალ რეგულაციებს დიპკორუპუსს გავაცნობთ, რათა მათ შემდეგ უკვე ეს ცნობა თავიანთ ქვეყნებს და მოქალაქეებს გადასცენ იმის თაობაზე, რომ 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შემოდის. ეს რეგულაციები ეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, ასევე სავიზო ქვეყნებს, ანუ საქართველოში როგორც ვიზით, ისე უვიზოდ შემოსვლის წესებს ეხება ისინი.

ძირითადი ცვლილება სავიზო კუთხით არის ის, რომ შემუშავებულია ქვეყანაში ყოფნის ერთიანი სისტემა, ეს არის 180 დღის განმავლობაში 90 დღე, რაც  საქართველოში მოკლევადიან მგზავრობას გულისხმობს. ეს პრინციპი არის იგივე, რაც ევროკავშირს აქვს შენეგენის ზონისთვის. გრძელვადიანი, მრავალჯერადი მოქმედების ვიზები გაიცემა 180 დღეში 90 დღით ყოფნის უფლებით. ეს პრინციპი იმოქმედებს საქართველოში იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც საიდანაც, უცხოელები უვიზოდ შემოვლენ და იქიდანაც საიდანაც გრძელვადიანი, მრავალჯერადი ყოფნის უფლებით შემოვლენ”, – განაცხადა ტაბატაძემ.

რაც შეეხება სასაწვალო ან სამუშაო მიზნით შემოსულ უცხოელებს, ტაბატაძის განმარტებით, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ შესაბამისი კატეგორიის ვიზები მიიღონ.

ტაბატაძის განცხადებით, დსთ-ს, ნატოს და ევროპის  ქვეყნების მოქალაქეებს მოკლევადიანი მიზნით საქართველოში შემოსვლა კვლავ უვიზოდ შეეძლებათ. იგივე ეხებათ, საქართველოს მეზობლებს, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და იმ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფრომებული, თუმცა ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეების ნაწილს ამ რეგულაციებამდე ქვეყანაში შემოსვლა 360 დღის განმავლობაში შეეძლოთ. კითხვას, ახალი რეგულაცია ხომ არ გამოიწვევს აზერბაიჯანის და სომხეთის უკმაყოფილებას, ტაბატაძე ასე პასუხობს:

“ეს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ზოგადი მიდგომა ყველა ქვეყნისადმი, რაც საემიგრაციო პოლიტიკის ეფექტურად წარმართავს ემსახურება.

სომხეთთნაც და აზერბაიჯანთანაც უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებულია და მთელ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ისინი შემოვლენ უვიზოდ მოკლევადიანი მიზნებისთვის, რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, მათზეც და სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება ერთნაირი მიდგომა, ანუ მათ ექნებათ ვალდებულება, რომ აიღონ სასწავლო, სამუშაო ვიზები და ასე შემდეგ”, – აცხადებს ტაბატაძე.

მისივე თქმით, ირანთან სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

დღეს მოქმედი წესებით, საქართველოში მოკლევადიანი მიზნით მგზავრობისთვის ვიზის აღება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს არ სჭირდებათ. ნეტგაზეთის შეკითხვას, ყველა ზემოსენებული ქვეყნის მოქალაქეს რჩება თუ არა საშუალება, რომ საქართველოში ახალი რეგულაციების შემდეგაც უვიზოდ ჩამოვიდეს, ტაბატაძემ ასე უპასუხა;

“არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობდა და დღეს კიდევ მიმდინარეობს განხილვა, ის უვიზო რეჟიმში დარჩება, თუ სავიზოში გადავა, გამომდინარე იქიდან, თუ რადმენად აქტუალური იქნება ეს საკითხი. იმასაც ვიტყვი, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი აღარ გვექნება, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმდეს, მანამდე ეს უვიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო შემოღებული ჩვენს მიერ”.

მან არ დაასახელა კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი და ნეტგაზეთს ასე უპასუხა:

“საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ამიტომ ჩამონათვალს ვერ გეტყვით”.

  წყარო: netgazeti.ge