ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა: საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო

European_flag_in_Karlskrona_2011ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო.

შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში 2016 წლიდან უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს,მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროკავშირის დადებითი დასკვნის მიღება მიულოცა.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გუშინ მქონდა საუბარი ევროკავშირში. მინდა პირველად ვუთხრა საზოგადოებას და თქვენ, რომ დღეს გამოქვეყნდება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა, ასე, რომ ყველას გილოცავთ. თითოეული მთავრობის წევრს გილოცავთ, ძალიან შრომატევადი საქმე იყო. მინდა ყველას მოგილოცოთ, 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროპასთან მიმართებაში. მე გუშინ საღამოს მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერმა.

წყარო: ipress.ge