ვიდეო მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბება

ვიდეო მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბება

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა სხვადასხვა ტიპის მონიტორებით: მობილურები, კომპიუტერები, ტელევიზორები და სხვა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მარკეტინგული თვალსაზრისით?

video marketing youtube advertising webinar digital advertising online

ვიდეო სივრცე ხდება უპირველესი საშუალება მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას ახასიათებს განსაკუთრებული ეფექტურობა, ნაკლები დანახარჯით, მეტი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეო მარკეტინგი შეიძლება ბევრი კომპანიისთვის, განსაკუთრებით დამწყებებისთვის, საკმაოდ ძვირიან სიამოვნებად აღიქვებოდეს, რომელსაც ათასობით და ასი ათასობით დოლარის ინვესტიცია სჭირდება. თუმცა, საბედნიეროდ, ვიდეო რეკლამირება დღევანდელ რეალობაში გაცილებით ხელმისაწვდომია.

თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, მცირე ინვესტიციამ და გონივრულმა სტრატეგიამ შესაძლოა განაპირობოს ეფექტური ვიდეო მარკეტინგის შექმნა, ვირუსული ეფექტით.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ვიდეო მარკეტინგის ხუთ არსებით ელემენტს, რომელთა ცოდნა დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ და განავითაროთ საკუთარი ვიდეო მარკეტინგის სტრატეგია.

დაკავშირებული: ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობა

1.ვიდეო მარკეტინგის მიზნის ჩამოყალიბება

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებისას არის მიზნის გამოკვეთა, რომლის მიღწევისთვისაც განხორციელდება ყველა შემდგომი ქმედება.

მიზანი შეიძლება იყოს ბრენდის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროდუქტის გაპიარება, კომპანიის/პროდუქტის შესახებ ზოგადი ცოდნის ამაღლება და ა.შ.

რაც არ უნდა იყოს მიზანი, წინა პლანზე ყოველთვის მომხმარებლისთვის სარგებლის მინიჭება უნდა იკვეთებოდეს, რას სარგებელს მიიღებს მომხმარებელი თქვენი ვიდეოების ყურებით?

ასეთი სარგებელი შეიძლება იყოს: სწავლა, გართობა, შთაგონება, სენტიმენტების წარმოშობა და ა.შ.

იმისათვის, რომ მიიღოს რაიმე სარგებელი თითოეული ვიდეო რგოლის შინაარსი და ვიზუალი უნდა იყოს ეფექტური და დასამახსოვრებელი.

თუ ვიდეო რგოლიდან იკვეთება მხოლოდ რაიმე პროდუქტის გაყიდვის სურვილი, ისე რომ მაყურებელი ვერ ღებულობს რაიმე სარგებელს, ასეთი ვიდეო არ არის პოპულარული და თქვენი ძალისხმევაც ფუჭია.

ხოლო, როდესაც ვიდეო დასამახსვორებელი და სენტიმენტალურია, ვინ არ გაავრცელებს მას? მოახდენს ზეგავლენას და ა.შ.

ადამიანები დაივიწყებენ ფრაზებს, სურათებს, ლამაზ ფერებს, მაგრამ ისინი უფრო ძნელად ივიწყებენ ემოციებს, ამიტომაც შეეცადეთ მეტი ემოცია ჩააქსოვოთ ვიდეო რგოლების შექმნისას, განსაკუთრებით, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის არაქვეცნობიერზე.

 2.ვიდეო მარკეტინგის შინაარსი

იმის შემდეგ, რაც განსაზღვრავთ მიზნობრივ აუდიტორიას, უნდა მოხდეს ვიდეო მარკეტინგის შინაარსის და მეთოდების განსაზღვრა.

ვიდეო რეკლამა შეიძლება იყოს სასწავლო, ინფორმაციული, ისტორიის მთქმელი. მიზანია ისეთი რაღაცის მიწოდება, რასაც მომხმარებელი დააფასებს და დადებით ემოციებს გამოიწვევს მასში. გარდა ამისა, ეს საკითხები დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს ბრენდთან და პროდუქტთან.

ეფექტური მეთოდი მიაღწიოთ მაქსიმალურ წარმატებას არის ვირუსული კამპანიების განხორციელება, რაც მიიღწევა გარკვეული ინტრიგის შექმნით, რომელსაც მომხმარებლები მოიწონებენ და დიდი ენთუზიაზმით გაავრცელებენ.

3.ვინ უნდა განახორციელოს ვიდეო მარკეტინგი?

ვიდეო მარკეტინგის მოიცავს სხვადასხვა ელემენტს: სტრატეგიის ჩამოყალიბება, ვიდეო რგოლების დამზადება, ეფექტური დარეკლამება, ვირუსული კამპანიები და სხვა.

აღნიშნული ელემენტებიდან, ეფექტური ვიდეო რგოლის დამზადება უმნიშვნელოვანესი  ეტაპია, იმისათვის, რომ გამორჩეული ვიდეო გქონდეთ, მნისვნელოვანია პროფესიონალი, ვიდეო გადაღება და დამუშავება ხელოვნებაა და საჭიროებს პროფესიონალის მუშაობას.

მხოლოდ გადაღება და დამუშავება არაა საკმარისი, ვიდეოში უნდა მოხდეს აზრის ჩაქსოვება, ზეგავლენის მოხდენა, ფსიქოლიური ზემოქმედება.

4.მეტის ნახვის სურვილი

აღნიშნული ტექნიკა გამოიყენება თითქმის ყველა წარმატებულ მრავალსერიან ფილმებში, სერიები ისე მთავრდება, რომ გვიტოვებს მეტის ნახვის სურვილს.

ამდენად, მაყურებელი ელოდება შემდეგ სერიას და მისი გამოსვლა, მათთვის პოზიტივთან ასოცირდება.

ვიდეო მარკეტინგში საკმაოდ ეფექტურად არის შესაძლებელი ამ ტექნიკის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხორციელდება ვიდეო რეკლამათა სერიების შექმნა, რომლებიც ერთმანეთთან არიან აზრობრივად დაკავშირებული, ქმნიან ერთიან ისტორიას, ანვითარებენ და აგრძელებენ მას.

5.სად და როგორ დავარეკლამოთ ვიდეო

ვიდეოს დამზადება და მისი დარეკლამება იუთუბზე ან/და ფეისბუქზე არაა საკმარისი, საჭიროა ვიდეო მარკეტინგის სტრატეგიულად განხორციელება.

უპირველესყოვლისა უნდა უზრუნველეყოთ, რომ თქვენი ვიდეო მასალა არის ფასეული და სარგებლის მომტანი მაყურებლისთვის, ასევე მათ უნდა გააჩნდეთ ვირუსული ეფექტი.

მზად ხართ განახორციელოთ საკუთარი ვიდეო მარკეტინგის სტრატეგია?

იყავით გამორჩეული და ორიგინალური, მიაღწიეთ  თქვენი კომპანიის წინაშე მდგარი ამოცანები უფრო ეფექტურად ვიდეო მარკეტინგის მეშვეობით.

„მეტი შედეგი, ნაკლები დანახარჯები“.

დაკავშირებული: ვიდეო მარკეტინგის მომსახურება