დანია ნაღდ ფულზე უარს აცხადებს

oZ_2730417bდანია ნაღდ ფულზე აცხადებს უარს

შემდეგ წელს, თუ ესტუმრებით რესტორანს ან ჩაასხამთ ბენზინს კოპენჰაგენში, თქვენ შესაძლოა ანაზღაურება ვერ მოახდინოთ ნაღდი ფულით. დანიის მთავრობა სერიოზულად ფიქრობს ელექტრონულ ფულად სისტემაზე გადასვლას, რაც განაპირობებს ფიზიკური ფორმით ფულის ამოღებას ბრუნვიდან.

დანიის ცენტრალური ბანკი აღარ ბეჭდავს ფულად ბანკნოტებს, არც ჭრის მონეტებს, ხოლო თითქმის ყველა მოქალაქეს აქვს საკრედიტო ან სადებეტო ბარათი.

მიბაძავენ თუ არა დანიას სხვა ქვეყნები? არსებობს მიზეზები ამის გასაკეთებელად- ეს არის კრიმინალის შემცირება და გადასახადების გადახდის უფრო ეფექტიანი მეთვალყურეობა. სახელმწიფო კარგავს მილიონობით ფულს, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ადამიანები იყენებენ ფიზიკური ფორმით არსებულ ფულს.

თუმცა, კრიმინალი მალვითარებადია, ახალი დაცვის საშუალებებს, ორგანიზებული დანაშაული ახალი გზებით უპასუხებს. მიუხედავად ამისა, ტენდენცია ნათელია, რომელიც  იმისკენ მიდის, რომ თანამედროვე მსოფლიო ნელ-ნელა უარს აცხადებს ფულად ბანკნოტებსა და მონეტებზე და გადადის ელექტრონულ სისტემაზე, ხოლო პიონერი ამ საქმეში იქნება დანია.