,,აჭარაბეთი” 150 მილიონით დაჯარიმდა

adjarabet11

აჭარაბეთი 150 მილიონით დაჯარიმდა

ონლაინ კაზინოში ,,აჭარაბეთი” ფინანსური პოლიციაა შესული. ფინანსური პოლიციის მიერ შემოწმების ფაქტს  ,,აჭარაბეთის” მფლობელი თემურ უგულავაც ადასტურებს. ,,ფინანსური პოლიცია შემოსულია, სხვა დეტალებთან დაკავშირებით მენეჯმენტს დაუკავშირით”, – განაცხადა უგულავამ.

შემოწმების ფაქტს ფინანსურ პოლიციაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ,,აჭარაბეთისა” და მის ბრენდის ქვეშ არსებული კომპანიების შემოწმება 3 კვირის წინ დაიწყო.

ფინანსურმა პოლიცია ,,აჭარეაბეთს” 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გადასახადების თემაზე ედავება, რის გამოც კაზინო 150 მილიონი ლარით დააჯარიმა.

ჯარიმის ოდენობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ფინანსურ პოლიციაში და აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტემაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

წყარო: commersant.ge