ავტომობილების იმპორტის მოცულობა მცირდება

carsllot-chinaავტომობილების იმპორტის მოცულობა მცირდება

ავტომობილების იმპორტის მოცულობა საქართველოში მცირდება.

ეს არ არის მოულოდნელობა, რადგან სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული ახალი რეგულაციები საგადასახადო კოდექსში. აცხადებს გიორგი ურუშიძე, ავტომობილების იმპორტიორი.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა, კერძოდ, გასულ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამდენად, წინა წლის იანვართან შედარებით, ავტომობილების იმპორტი 5 მილიონი დოლარით არის შემცირებული.