ჰიბრიდული ავტომანქანები აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან თავისუფლდება?

12529საქართველოს საგადასახადო კოდექსში შემოთავაზებულია 194-ე და 199-ე მუხლებში ცვლილება, რის საფუძველზეც ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანები გათავისუფლდება აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახახადო კოდექსში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. 194-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილები“.

2. 199-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილები“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

……………………………….

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყდნობით, ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2013 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა, ხოლო 2013 წლისთვის კი რეგისტრირებულია 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი.

მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს და 2015 წლის ივლისის მდგომარეობით, ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი არ არის დაფიქსირებული, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით შესაძლებელია როგორც ეკოლოგიური ავტოპარკის განახლება, ასევე მის ხარჯზე შესაბამისი საფინანსო და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაც.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email