ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის თარიღი იცვლება
ძველი სანომრე ნიშნები 2018 წლის ნაცვლად, 2020 წლის 1 სექტემბრამდე კვლავ ძალაში რჩება. აცხადებს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
ამდენად, თუ ავტომობილზე ისევ ძველი სანომრე ნიშანი გაქვთ, ჯერჯერობით პრობლემები არ შეგექმნებათ, თუმცა 3 წლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის 150-ე ბრძანების მიხედვით, ახალი ნომრის აღება მოგიწევთ.
იმ შემთხვევაში, თუ ძველს ახალი ნომრით არ ჩაანაცვლებთ, ეს რეგისტრაციის წესის დარღვევაში ჩაგეთვლებათ და შედეგად 200 ლარით დაჯარიმდებით, ხოლო ავტომობილის გადაყვანა მოხდება საჯარიმოზე.
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაგეკისრებათ საურავი 400 ლარის ოდენობით.
ამასთან, თქვენ საშუალება გექნებათ საგზაო ნომერი გამოცვალოთ 3-5 დღის განმავლობაში. თუ ძველ ნომერს ახლით არ შეცვლით, იმდენჯერ დაჯარიმდებით, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებთ.