ცუდი თანამშრომელი – გაფუჭებული ვაშლის პრინციპი

rotten-apple-1725x810_12112გაფუჭებული ვაშლის პრინციპი

ერთ ცუდ თანამშრომელს, რომელსაც გააჩნია ცუდი განწყობა, შეუძლია გავლენა მოახდინოს მთლიანი ჯგუფის, დეპარტამენტის ან თუნდაც ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობაზე.

მათემატიკური კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, ძნელად დასაჯერებელია, თუ როგორ შეიძლება ერთმა პიროვნებამ გავლენა მოახდინოს მთლიანი ორგანიზაციის მუშაობაზე, რომელიც შეიძლება 100  და მეტი პირისგან შედგებოდეს, თუმცა მათემატიკა ასეთი შემთხვევებისათვის არ გამოგვადგება, რადგან საქმე ეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

მოცემულ შემთხვევაში, „ცუდ თანამშრომელში“ არ იგულისხმება პირი, რომელიც საქმეს არაჯეროვნად ასრულებს, ასეთი პრობლემის აღკვეთა მარტივია, შესაძლებელია მისი დათხოვნა სამსახურიდან, სანამ მისგან მნიშვნელოვანი ზიანი დადგება.

ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ თანამშრომელზე, რომლის გამომჟღავნება უფრო ძნელია. როგორც წესი, მათ ისეთი საქმე აქვთ ჩაბარებული, რომლის ობიექტურად შეფასება ძნელია, ძნელია ასევე მათი მხრიდან დამაზიანებელი ეფექტის შეფასებაც, რომელიც გამომჟღავნებას იწყებს უკვე დამდგარი ნეგატიური შედეგის რეალიზაციასთან ერთად.

მაგალითად, კომპანიამ დაიქირავა ნიჭიერი თანამშრომელი, რომელიც კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, თუმცა ამავდროულად ყოველთვის უკმაყოფილოა, უყვარს ჭორაობა სხვებზე, იყოლიებს სხვა თანამშრომლებს, ცუდათ ექცევა კლიენტებს და ა.შ.

აღნიშნულ პრობლემას, როგორც აღინიშნა ფსიქოლოგიური ფაქტორები ახასიათებს,  დავიწყოთ იქიდან, რომ ცუდს უფრო კარგად ითვისებს ადამიანი, ნეგატიური აზრი გადამდებია, ხოლო გარკვეული აზრის მონოტონურად გამეორება განაპირობებს მის  ჩამოყალიბებას/დაფუძნებას. საბოლოო ჯამში ყველაზე უფრო გამართული ორგანიზაციის მუშაობაც შეიძლება შეფერხდეს, თანამშრომელთა მოტივაციის შემცირებისა და ორგანიზაიცის საქმიანობის დესტუქციის შედეგად.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email