ციფრული მარკეტინგი სამშენებლო ბიზნესში

bigstock-Flat-style-vector-illustration-68000518-720x704

ციფრული მარკეტინგი სამშენებლო ბიზნესში

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა საქართველოს სამშენებლო ბიზნესში ძალზედ დიდია, განსაკუთრებით ბოლო დროინდელი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით.

გამძაფრებული კონკურენციისა და შემცირებული ფასების პირობებში, სამშენებლო კომპანიებს უწევთ სულ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა მომხმარებლების მოსაზიდათ, რისი საუკეთესო საშუალებაც ციფრული მარკეტინგია.

წარმოგიდგენთ იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, სამშენებლო ბიზნესში ციფრული მარკეტინგის წარმოების დროს:

1.მიმზიდველი და ფუნქციური საიტი

მიმზიდველი ვებ საიტის დამზადება არის პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი, იმისთვის, რომ თქვენი სამშენებლო ბიზნესი გამოჩნდეს ინტერნეტ სივრცეში.

ეფექტური და ფუნქციონალური ვებ-საიტის გარეშე, შეუძლებელია კონკურენცის გაწევა ისეთი სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ასეთ საიტებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამშენებლო საიტის შექმნა / მოდერნიზებისას?

  • საიტის ვიზუალი (დიზაინი) უნდა იყოს მიმზიდველი და იგი უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან;
  • მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა მარტივად გაეცნოს უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და არსებულ შემოთავაზებებს;
  • კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს თითოეული კორპუსის გეგმარებისა და ბინის გაცნობის შესაძლებლობა.
  • საიტი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი და მობილურ ხელსაწყოებზე ადაპტირებული.

2.სოციალური მედია და ინტერნეტ რეკლამირება

ინტერნეტ სივრცეში, მომხმარებლების მოზიდვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის სოციალური მედია მარკეტინგი და ინტერნეტ რეკლამირებაა, მათ შორის ფეისბუქის მართვა  და რეკლამა ფეისბუქზე.

გამოყავით ყოველთვიური ბიუჯეტი ფეისბუქ მომსახურებებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს.

ფეისბუქ რეკლამა არის პირდაპირ გზა, მაიწოდოთ თქვენი სამშენებლო მომსახურების შესახებ ინფორმაცია პოტენციურ კლიენტებს, ისევე, როგორც ამას აკეთებენ წამყვანი სამშენებლო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა M2, Axis, Archi, Arco და სხვა.

3.მომხიბვლელი ფოტო – ვიდეო მასალა

თქვენი ვებ-საიტისა და სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებლეთა მოხიბვლის საუკეთესო საშუალებაა ეფექტური ფოტო – ვიდეო მასალის გამოყენება, რის შესაქმნელადაც დაგჭირდებათ ეფექტური ფოტო და ვიდეო გადაღება.

გადაიღეთ თქვენი მუშაობის პროცესი: არსებული, მიმდინარე და დასრულებული მშენებლობები.

რაც უფრო ეფექტურ ფოტო და ვიდეო მასალას განათავსებთ თქვენს სამშენებლო საიტსა და სოციალურ მედიაზე, მით უფრო მეტი მომხმარებელი დაინტერესდება თქვენი სამშენებლო პროდუქტით.

დაკავშირებული სტატია: მობილური აპლიკაციების გამოყენება სამშენებლო ბიზნესში

გსურთ საკუთარი მიიღოთ მაღალი ხარისხის ციფრული მარკეტინგული მომსახურება?

იხილეთ ჩვენი მარკეტინგული მომსახურების გვერდი ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას თითოეული ჩვენი მომსახურების შესახებ.

ნომერი თა1

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub