ციფრული მარკეტინგის ახალი ტენდენციები

shutterstock_228901486

ციფრული მარკეტინგის ახალი ტენდენციები

2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მარკეტერებისთვის, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის კუთხით: კვლავ ვითარდება მობილური ტექნოლოგია, “live streaming”, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

წინამდებარე სტატიაში გვინდა ვისაუბროთ იმ ახალ ტენდენციებსა და მიმართულებებზე, რომლებმაც უკვე მიიქციეს დიდი ყურადღება და აგრძელებენ განვითარებას.

მესენჯერები და ჩატბოტები

მესენჯერები დღესაც პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებაა, თუმცა მათი მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ.

აღნიშნული განპირობებულია ინტერნერტ გიგანტების მიერ ამ ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვის ტენდენციებით. იხ. მეტი ჩატბოტების შესახებ.

გარდა ამისა, სულ მალე ტექსტური კომუნიკაციის გარდასახვა მოხდება ხმოვან კომუნიკაციაში, შესაბამისად ჩატბოტები დაიწყებენ თავისუფლად საუბარს და საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს ეყოლება პირადი ასისტენტი.

გარდა ამისა ჩატბოტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, საიტზე/აპლიკაციაში სტუმრობის გარეშე პირდაპირ მესენჯერიდან: პროდუქტის ყიდვა, ჯავშნის გაკეთება, ინფორმაციის მიღება და ა.შ.

ვირტუალური რეალობა და ვიდეო  მარკეტინგი

2019-2021 წლები იქნება გარდამტეხი ვირტუალური რეალობის მნიშვნელობის ზრდის კუთხით. ვირტუალურ რეალობას ირგებენ მსხვილი ინტერნეტ მოთამაშეები, მაგალითად, ფეისბუქმა უკვე დაანონსა პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს ვირტუალურ რეალობაში უფრო მეტად ინტერაქტიული ურთიერთობისთვის, ოკულუს რიფტის მეშვეობით.

რაც შეეხება ვიდეო მარკეტინგს, იგი ამჟამადაც იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ნებისმიერი მსხვილი მარკეტინგული აქტივობისას.

Youtube-ი, გუგლი, ფეისბუქი, სნეფჩეთი და სხვა მსხვილი მოთამაშეები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად ვიდეო სივრცის განვითარებისთვის, რამაც უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები და ვიდეოს როლი განსაკუთრებულად დიდია დღევანდელ რეალობაში, სამომავლოდ კი მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით.

დაკავშირებული: ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობა

ზეგავლენათა მარკეტინგი

2018 წელს ციფრული რეკლამირების ხარჯვითი წილი პირველად გადასცდება სატელევიზიო პროდუქტებზე დახარჯულ თანხებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, სატელევიზიო რეკლამირება სულ უფრო მცირე ადგილს დაიკავებს მომავლის სარეკლამო ბაზარზე.

აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, 2019-2021 წლების პერიოდში, ციფრული სივრცე გაივსება ავტომატიზირებული სისტემებით, ვირუსული რეკლამებით, ხელოვნური ინტელექტით მართული საშუალებებით, რაც ადამიანებში მეტ სკეპტიციზმსა და ხელოვნურობის შეგრძნებას გააჩენს.

ამ ფონზე,ზეგავლენათა მარკეტინგი შეიძენს ახალ ძალას, ადამიანურობისა და რეალურობის მომენტი დიდი მოთხოვნით ისარგებლებს ციფრული სამყაროს სივრცეში.

ბლოქჩეინის ტექნოლოგია

ბლოქჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც რევოლუციას ახდენს ფინანსური ტრანზაქციების სფეროში. მილიარდობით დოლარი იხარჯება ამ ტექნოლოგიის ასათვისებლად.

24 სახელწმიფო სწავლობს ბლოქჩეინს სახელმწიფო სერვისებში გამოსაყენებლად, აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე დანერგა ბლოქჩეინის ტექნონოგია, საჯარო რეესტრის საქმიანობაში.

გარდა ამისა ათობით ბანკი და სადაზღვევო კომპანია სწავლობს და ითვისებს ბლოქჩეინის კომერციული სერვისებისთვის.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10 %-ზე მეტი სწორედ ბლოქჩეინის ქსელში იქნება მოცული.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მარკეტინგის სპეციალისტებმა ყურადღებით ადევნონ თვალი ბლოქჩეინის ტექნოლოგიის განვითარებას და მისი თავიანთ სფეროში გამოყენებაზე იფიქრონ.

დაკავშირებული: ყველაფერი ბლოქჩეინის ტექნოლოგიაზე

ბოლოსიტყვაობა

მარკეტინგის სპეციალისტებისთვის საინტერესო პერიოდი დგება, რაც პირველ რიგში ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებასა და მათ დანერგვაში მდგომარეობს.

წარმატება იქნება იმათი, ვინც მოახერხებს დაიცვას ეფექტური ბალანსი თუ რა მუშაობს ეხლა და რა იმუშავებს მომავალში.

ციფრული მარკეტინგი უფრო მრავალგანზომილებიანი იქნება, ეფექტური შედეგების მისაღებად არ იქნება საკმარისი მაგალითად მხოლოდ ფეისბუქის მართვა, გუგლში რეკლამირება ან ერთჯერადი სეო ოპტიმიზაცია.

მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვირტუალური რეალობა, ვიდეო მარკეტინგის ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

მსგავსი სტატია: ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგის უპირატესობა

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub