შვილიშვილის უფლება სავალდებულო წილზე

ery-300x160-300x160

ეკუთვნის თუ არა შვილიშვილს სავალდებულო წილი?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარდაცვლილი პირის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის უფლება გააჩნიათ მხოლოდ გარდაცვლილი პირის შვილებს, მეუღლეს და მშობლებს.

ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა შვილიშვილს სავალდებულო წილის მიღების უფლება?

შვილიშვილი უფლებამოსილია მიიღოს სავალდებულო წილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე (მამა) გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, ისე, რომ მან ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება.

მაგ: “A”-ს ყავს ერთი შვილი „B” და ერთი შვილიშვილი „C”. გარდაცვალების შემდგომ, მთელი თავისი ქონება „A”-მ დაუტოვა მის მეზობელს. „A”-ს გარდაცვალების მომენტში ცოცხალი იყო „B”, რომელიც გარდაიცვალა „A”-ს გარდაცვალებიდან ორ თვეში.

მოცემულ შემთხვევაში, A”-ს შვილიშვილი „C” უფლებამოსილია მიიღოს სავალდებულო წილი, რომელსაც მიიღებდა მისი მამა „B”, ცოცხალი, რომ ყოფილიყო.

შვილიშვილი არ იქნება უფლებამოსილი მიიღოს სავალდებულო წილი, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე (მამა) გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნამდე.

მაგ: “A”-ს ყავს ერთი შვილი „B” და ერთი შვილიშვილი „C”. გარდაცვალების შემდგომ, მთელი თავისი ქონება „A”-მ დაუტოვა მის მეზობელს. „A”-ს გარდაცვალების მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო „B”.

მოცემულ შემთხვევაში შვილიშვილ „C”-ს არ გააჩნია სავალდებულო წილის მიღების უფლება.

მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ მოცემულ ლინკზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email