ქონებრივი განსჯადობა
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ქონებრივი დავების განსჯადობის საკითხებს, კერძოდ რას წარმოადგენს ქონებრივი დავა და რომელი სასამართლო განიხილავს ქონებრივ დავებს.
სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მაგ: ნიკა მოვალეა და იგი ცხოვრობს იტალიაში. მისი ვალდებულება უზრუნველყიფილია მარიამის უძრავი ქონებაზე იპოთეკით. კრედიტორი უფლებამოსილია ნიკას წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი უზრუნველყოფილი ქონების მიხედვით
ნივთობრივი განსჯადობა
სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
მაგ: იპოთეკასთან დაკავშირებული დავა, თანაზიარ ქონების გაყოფასთან და ა.შ. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.