ქირავნობის & იჯარის რეგისტრაციის ვალდებულება
ბევრი მომხმარებელი გვეკითხება ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ, ამიტომაც გვსურს განმარტება გავაკეთოთ ამ საკითხზე.
ზოგადი წესის თანახმად ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭირო არ არის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
ქირავნობის & იჯარის ხელშეკრულება საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრში მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს შემდეგი გარემოებების ერთლობლიობა:
- ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი.
- ხელშეკრულების ვადა ტოლია ან მეტია 1 წელზე.