ფიქსირებული გადასახადის რეჟიმი

tax-preparation-service-300x200

ფიქსირებული გადასახადის რეჟიმი

ფიქსირებული გადასახადი რეჟიმი გულისხმობს განსაზღვრული გადასახადის გადამხდელი სუბიექტებისთვის შეღავათიანი საგადასახადო პირობებს არსებობას.

ვინ შეიძლება იყოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი სუბიექტი?

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

1.არ არის დ.ღ.გ-ის გადამხდელი

და

2.ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. საქმიანობათა ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის N-415 დადგენილებაში (დანართი N-6).

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს:

ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში; მაგ: ერთი თონის ფიქსირებული გადასახადია ყოველთვიურად 50 ლარი.

ან

ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.

wealth_newsფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება

პირი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე, რისთვისაც გაიცემა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი.

პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს ნებისმიერი, კანონით აუკრძალავი საქმიანობა, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას.

მაგ: ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებულია 30.000 ლარი, ხოლო სხვა საქმიანობიდან მიღებულია 80.000 ლარი. დ.ღ.გ-ს სავალდებულო რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემოსავლის ოდენობამ გადააჭარბოს 100.000 ლარს, შესაბამისად დ.ღ.გ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება არ ექნება პირს, რადგან 30.000 ლარი ვერ იქნება გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრისათვის.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

მაგ: ნინო ფიქსირებული გადასახადის მქონე პირია და აქვს თონე, სადაც აცხობს პურს და ლობიანებს. რესტორანმა დაუკვეთა 100 პური ყოველ დღე. რესტორანი არ არის უფლებამოსილი აჩვენოს ხარჯებში აღნიშნული პურების ღირებულება.

იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი დამატებით ახორციელებს სხვა სახის საქმიანობას, ასეთ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები დამატებით განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

სხვა სიახლეები