უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცედურა
უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცედურა ვრცელდება მიწის ნაკვეთებზე, შენობა-ნაგებობებსა და საჯარო რეესტრში შეტანილი უძრავი ქონების წილზე.
დაკავშირებული სტატია: რას გულისხმობს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება?
კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
აღსრულების სახეები
უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება:
- იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით;
- იძულებითი აუქციონით ;
- სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).
კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე.
კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს, რამდენჯერმე მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის სხვა სახით შეცვლა, მათ შორის, აღსრულების სახის შეცვლამდე გამოყენებული აღსრულების სახის გამოყენება.
სააღსრულებო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სააღსრულებო სამართლის ფორუმზე.