უმდიდრესი ადამიანების საიდუმლო

imagesუმდიდრესი ადამიანების საიდუმლო

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების წარმატების 3 საიდუმლო, ჯურნალი „ფორბსის“ მიხედვით.

1. ნამდვილად მდიდარ ადამიანებს არ აშინებთ წარუმატებლობის განცდა. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე მიდიან გარკვეულ რისკებზე, ალბათ ამიტომაცაა, რომ ყოველ გამოკითხულ მდიდარ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუშვია სერიოზული შეცდომა, რომელმაც შემდგომში ნეგატიური ასახვა ჰპოვა მათ ბიზნესზე. თუმცა, მათთვის მნიშვნელოვანი არის არა ცალკეული წარუმატებლობები, არამედ უნარი ამ წარუმატებლობის პოვნისა და შეცდომებზე სწავლა, რაც მომავალში შეცდომის გამეორების პრევენციას განაპირობებს.

ჟურნალი „ფორბსის“ დასკვნით მდიდარ ადამიანები ხდებიან სწორედ ისინი, ვისაც შეუძლია თავისი და სხვისი შეცდომების მაგალითებზე სწავლა.

2. მდიდარი ადამიანები არასდროს კმაყოფილდებიან და ყოველთვის კრიტიკულად აფასებენ თავიანთ მიღწევებს. ისინი სულ ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ კიდევ უფრო მეტს და არ გაჩერდნენ იმ მომენტში, როცა უკვე დააგროვეს ფული  გემის, თუ რომელიმე კუნძულის შესასყიდად.

3. მდიდარი ადამიანების პირადი ცხოვრება. ყველაზე საინტერესო მდიდარი ადამიანების პირად ცხოვრებაში იმალება. როგორც წესი, მათი ცხოვრების ამ ნაწილის აფიშირება არ ხდება. თითქმის ყველა მდიდარმა პიროვნებამ, ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარეს, რომ მათი სიმდიდრე მათი მეუღლეების დამსახურებაა. მდიდრების თვალსაზრისით, ყველაზე მთავარია – ისეთი მეორე ნახევრის პოვნა, რომელიც სულ მხარს დაგიჭერთ ახალ წამოწყებებში და რწმენა ექნება თქვენს წარმატებაში, მიუხედავად ყველაფრისა.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email