ტრეინინგი ციფრულ მარკეტინგში
ციფრული მარკეტინგი დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ბიზნესისთვის და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება.
სწორედ ამიტომ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ბიზნესის მხრიდან.
სარეკლამო კომპანია BLH გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის ტრეინინგებს ციფრულ მარკეტინგში.
ვინ შეიძლება იყოს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი?
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი უნარ-ჩვევები, კრეატიულობა და შრომისუნარიანობა.
სამყარო იცვლება, თქვენ აღარ გჭირდებათ უნივერსიტეტის დიპლომი ან თუნდაც სკოლის დამთავრება, იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული.
საკმარისია იყოთ მიზანდასახული, შეიძინოთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და თქვენი ცხოვრება ისე წარმართოთ, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ, ამაში კი დაგეხმარებათ ჩვენი ტრეინინგი ციფრულ მარკეტინგში.
რა სარგებელს მიიღებთ ჩვენი ტრეინინგების მეშვეობით?
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის ტრეინინგებს, რომლებიც განკუთვნილია, როგორც გამოცდილი პირებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც პირველადი შეხება აქვთ ციფრულ მარკეტინგთან.
თითოეული ჩვენი ტრეინინგი საშუალებას მოგცემთ პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით მიიღოთ ზოგადი წარმოდგენა, თქვენთვის საინტერესო, თითოეული თემის ირგვლივ, ასევე მიიღოთ საბაზისო ცოდნა და მიმართულება შემდგომი გაღრმავების მიზნით.
ზოგადი სურათის წარმოდგენა
ჩვენი ტრეინინგების უმთავრესი მიზანია, მოგწოდოთ ინფორმაცია, ისე, რომ შეგექმნათ ზოგადი სურათი, იმ საკითხებზე და თემებზე, რომლებიც გაინტერესებთ.
პრაქტიკული მაგალითები
ყველა ჩვენი ტრეინინგი ციფრულ მარკეტინგში ეფუძნება პრაქტიკულ მაგალითებს და გამოცდილებას, ჩვენი კომპანია 2015 წლიდან არსებობს, ამ პერიოდში მოვემსახურეთ 100-ზე მეტ კლიენტს, გვქონდა ურთიერთობა უამრავი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციასთან და ბიზნესთან.
ჩვენი ტრეინინგების 70%-ში საუბარი იქნება პრაქტიკაზე, მხოლოდ 30% შეეხება თეორიას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმართულების განსაზღვრა
ნებისმიერი საკითხის ან პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანია სწორი მიმართულების პოვნა, ჩვენი ტრეინინგების მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს, დავაყენოთ დაინტერესებული და მოტივირებული ადამიანები იმ გზაზე, რომელიც მიიყვანს მათ წარმატებისკენ.
საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
მხოლოდ ტრეინინგების მეშვეობით პროფესიონალად ჩამოყალიბება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ მოგაწვდით იმ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომი განვითარების საშუალებას მოგცემთ.
ყველაფერი იქნება დამოკიდებული თქვენს მონდომებასა და შრომაზე, პირველად საფუძვლებს კი ჩვენ შეგიქმნით.