სოციალური მედიის კურსები

 სოციალური მედიის კურსები

სოციალური მედიის კურსებიკომპანია BLH-ის სოციალური მედიის კურსები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩამოყალიბდეს პროფესიონალ კადრად და მიიღოს რეალური ცოდნა სოციალურ მედია მარკეტინგში.

მომვრავდა კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა თემატიკის მქონე მარკეტინგულ ტრეინინგებსა და კურსებს.

ხშირად, ასეთი კურსები არ იძლევა საშუალებას მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, ისინი გვაგონებენ უნივერსიტეტის ლექციებს – სიტყვები მოფრინავს და მიფრინავს.

რას გულისხმობს ჩვენი სოციალური მედიის კურსი?

კომპანია BLH 2014 წლიდან საქმიანობს ციფრული მარკეტინგის სფეროში, ჩვენი თითოეული მარკეტინგული სერვისი მრავალწლიან პრაქტიკას და საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება.

ამ ეტაპზე ჩვენ უარი ვთქვით მასობრივი ტრეინინგების ჩატარებაზე, ნაცვლად ამისა, ვახორციელებთ ინდივიდუალურ კურებს სოციალური მედიის მიმართულებით.

კურსზე, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეა, მიღება ხდება კანდიდატის რეზიუმესა და გასაუბრების საფუძველზე.

რა სარგებელს მიიღებთ?

თქვენ 1 თვის განმავლობაში გახდებით ჩვენი გუნდის წევრი, მიიღებთ მონაწილეობას რეალური კლიენტების მომსახურების პროცესში, დახვეწავთ სოციალური მედია მარკეტინგისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ვისთვის არის განკუთვნილი?

ჩვენი კურსები განკუთვნილია მარკეტინგის მენეჯერებისთვის,რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ პრაქტიკული ცოდნა სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში, ასევე დამწყები მარკეტერებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროში.

გრაფიკი: გრაფიკი განისაზღვრება ინივიდუალურად, 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2 დღე.

ღირებულება: 800 ლარი (კომპანიის წარმომადგენლებზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება)

მსგავსი სტატია: სოციალური მედიის მენეჯმენტი