სოციალური კაპიტალი

social-capital1

სოციალური კაპიტალი

კარგ ბიზნესმენს სამი ტიპის კაპიტალი უნდა ჰქონდეს: ფინანსური, ადამიანური და სოციალური.

ფინანსური კაპიტალი არის ბიზნესის წამოწყების, ფეხზე დაყენებისა და მისი ზრდისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები.

ადამიანური კაპიტალი არის გუნდი, რომლითაც შედგება ორგანიზაცია, მისი სულიერი კარკასი.

ორივე ეს რესურსი არსებითია ბიზნესისათვის, თუმცა სოციალური კაპიტალი: ნაცნობობა, საერთო ღირებულებები, ადამიანებთან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა, წარმოადგენს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ელემენტს, ბიზნესში წარმატების მისაღწევად.

როდესაც ბიზნესმენს აქვს დიდი სოციალური კაპიტალი, მას შეუძლია ნებისმიერი სხვა რესურსის მარტივად მოპოვება: ინვესტორები , ექსპერტები, საუკეთესო გუნდი და ა.შ.

ხოლო თუ ბიზნესმენს არ გააჩნია სოციალური კაპიტალი, ნებისმიერი სირთულის გადალახვა იქნება უფრო რთული, რადგან ფინანსური და ადამიანური კაპიტალი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მყიფეა, ვიდრე კარგად ორგანიზებული სოციალური კაპიტალი.

წარმოგიდგენთ ოთხ მიზეზს თუ რატომ არის სოციალური კაპიტალი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის:

1.სოციალური კაპიტალი ლიდერად გაყალიბებთ

იმწუთიერი უკუგების გარეშე რჩევებისა და რესურსების გაცემით, თქვენ აყალიბებთ სოციალურ კაპიტალს. სარგებლის სხვისთვის მიწოდება, ქმნის ნდობასა და რეპუტაციას, თქვენ ყალიბდებით, როგორც ავტორირტეტი ამ სფეროში. ეს ის ორი ელემენტია, რასაც მომხმარებელი ეძებს უპირველესყოვლსია.

რათა მოიპოვოთ ნდობა, განახორციელეთ შემდეგი ღონისძიებები:

იყავით აქტიური კონტრიბუტორი თქვენი საქმიანობაში სფეროში;

იყავით სარგებლიანი სოციალურ მედიაში და პირადი შეხვედრების დროს;

აწარმოეთ დებატები/დიალოგი;

დაეხმარეთ სხვებს, როდესაც მათ სჭირდებათ დახმარება;

იყავით ადამიანი, რომელიც აკავშირებს ერთი მხრივ საჭიროებაში მყოფ პიროვნებას და მეორე მხრივ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ დაეხმარონ მას;

იყავით პატიოსანი თქვენი გუნდის მიმართ.

 2.განაპირობებს ორმხრივი სარგებლის მიღებას

როცა თქვენ უზიარებთ სხვას ცოდნას, დახმარებას, კონტაქტებს, თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ მათგან იგივეს გაკეთება, როდესაც ეს თქვენ დაგჭირდებათ, აღნიშნული საკითხი კარგად ჩანს ცნობილი ფილმის „ნათლიას“ პირველივე ეპიზოდიდან.

რაც უფრო მეტი „დავალებული“ ადამიანი გეყოლებათ, რომლებიც ბუნებრივი პრინციპის “what goes around comes around” – ის მიხედვით მზადყოფნაში იმყოფებიან დაგეხმარონ, მით უფრო დიდი სოციალური კაპიტალი გაქვთ თქვენ.

3.ქმნის ძლიერ გუნდს

სოციალური კაპიტალი არ იქმნება მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის გარეთ/დამოუკიდებლად. თქვენ ამის გაკეთება ორგანიზაციის შიგნითაც შეგიძლიათ, კერძოდ შექმნათ ძლიერი, პატიოსანი, ორმხრივი სარგებლის მომტანი ურთიერთობა თქვენი ორგანიზაციის კედლებში. ადამიანთა ქსელი, რომელსაც შეგიძლია ენდოთ და დაეყდნოთ ნებისმიერ დროს.

4.ახალი ტექნოლოგიების როლი სოციალური კაპიტალის შეძენაში.

ძველი და ტრადიციული მეთოდების შესაძლებლობები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი სთავაზობს სოციალური კაპიტალის შესაძლენად: სოციალური მედია, ფეისბუქი, ლინკედინი, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები და ა.შ. იძლევა საშუალებას გაიცნოთ ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და ჩამოაყალიბოთ მყარი ურთიერთობები, მაქსიმალურად ნაკლები ტრანზაქციული დანახარჯებით.