საპენსიო სქემის სუბიექტები
საპენსიო რეფორის ძალაში შესვლა ბევრჯერ გადაიდო, თუმცა 2019 წლის 1 იანვრიდან, იგი საბოლოოდ ჯამში მაინც ამოქმედდა.
ამ სტატიაში მარტივი ენით ვისაუბრებთ საპენსიო სქემის მონაწილეების შესახებ, კერძოდ ვისთვის არის პენსიის შეტანა სავალდებულო / ნებაყოფლობითი.
ვინ შეიძლება იყოს საპენსიო სქემის მონაწილე?
საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.
საპენსიო სქემის მონაწილეები ვერ იქნებიან არარეზიდენტი პირები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
რას ნიშნავს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი?
ფიზიკური პირის რეზიდენტობა არ უკავშირდება მის მოქალაქეობას. რეზიდენტის სტატუსი განისაზღვრება, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ყოველი საგადასახადო წლისთვის დამოუკიდებლად.
საქართველოს რეზიდენტია, ის ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწვეტი 12 კალენდარური თვის განმავლობაში, რომელიც მთავრდება ამ საგადსახადო წელს.
მაგ: „A“, 2019 წლის რეზიდენტი ფიზიკური პირი იქნება, თუ იგი იმყოფებოდა ვთქვათ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში 183 დღე მაინც, საქართველოს ტერიტორიაზე ან უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
ვისთვის არის სავალდებული პენსიის დაგროვება?
საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა იმ დასაქმებულისთვის, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის (შემდგომში კანონი) ამოქმედებამდე გახდა 60 წლის. ქალის შემთხვევაში 55 წელი.
დასაქმებული ავტომატურად ხდება მონაწილე, პირველი ხელფასის მიღებისთანავე.
ვისთვის არის ნებაყოფლობითი პენსიის დაგროვება?
საპენსიო სქემაში ჩართვალი ნებაყოფლობითია შემდეგი სუბიექტებისთვის:
1.დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი)
2.თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას;
3.დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში, თუმცა მას უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, საპენსიო სააგენტოში განცხადების შეტანის გზით, რისი საშუალებაც მას გააჩნია სააგენტოს მიერ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
ვინ ახორციელებს საგადასახადო აგენტის როლს?
საპენსიო შენატანის შეგროვება, დეკლარირება და გადახდა ევალება დამსაქმებელს, სწორედ იგია ვალდებული ამ ვალდებულების შესრულებისთვის, როგორც საპენსიო შენატანების საგადასახადო აგენტი.
თვითდასაქმებული თავად ახორციელებს საპენსიო შენატანების დეკლარირება და გადახდას.