ქორწინება ძველ ბაბილონში
ძ.წ. 20 საუკუნეში ქორწინება უტოლდებოდა საქონლის შესყიდვას. ახალგაზრდა წყვილის ქორწილი სრულიად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო მათი მშობლების მიერ – საქმროს მამა თავის შეთავაზებაში განსაზღვრავდა ქალის საფასურს და თანხმობის შემთხვევაში სხვა საქორწინო საჩუქრებთან ერთად ოფიციალური ცერემონიის თანხლებით მიართმევდა საცოლის მამას ძღვენს.
ქორწილიდან მიღებულ შემოსავალს, როგორც წესი, საცოლეს მამა, მზითვებთან ერთად, გადასცემდა საცოლეს ქორწილის შემდგომ, რათა მას დაეწყო ახალი ცხოვრება.
საცოლის ფასი განსხვადებოდა იმის მიხედვით თუ რა ფენის წარმომადგენლები იყვნენ მხარეები, მაგრამ იგი აუცილებლად მეტი უნდა ყოფილიყო ვიდრე მონის ფასი.
ბაბილონის სამართლის მიხედვით თუ საცოლეს მამა, საქმროს მამის შეთავაზებაზე თანხმობას გასცემდა, ხოლო ამის შემდგომ ქალიშვილს არ გაათხოვებდა, მას უნდა დაებრუნებინა მიღებული ქონება. აღნიშნული ქონება უნდა დაბრუნებულიყო მაშინაც, როცა საცოლეს მამა უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე, საქმროს ოჯახის მიერ არასწორი და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საქმროს ოჯახი იტყოდა უარს ხელშეკრულებაზე, მაშინ გადაცემული ქონება არ დაბრუნდებოდა.
ცოლის მზითვებში შესაძლოა მოცულიყო უძრავი ქონებაც, მაგრამ ძირითადად მაინც იგი მოიცავდა პირად და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე ავეჯსაც. აღნიშნული ქონება ცოლს ეკუთვნოდა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო გარდაცვალების შემდგომ რჩებოდა მემკვიდრეობით მის შვილებს. თუ მას შვილები არ ყავდა, აღნიშნული მზითვები უბრუნდებოდა მის ოჯახს.მომავალ ცოლ-ქმარს უღელში შებმის ნიშნად უნდა წარმოეთქვა ფიცი. ფიცი აუცილებლად უნდა ჩაებარებინა დაუქორწინებელ ბაბილონის მოქალაქეს.
საქორწინო კონტრაქტი მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტი იყო, რომელიც ადასტურებდა ქორწინების ფაქტს. მასში განსაზღვრული იყო სხვადასხვა წესი.
მაგ: მეუღლეების მიერ ერთ-მეორესთან ცხოვრებაზე უარის თქმის შედეგები, ცოლის ვალდებულებები, მათ შორის დედამთლისა და ქმრის სხვა წევრების მიმართ და ა.შ.დაქორწინებული წყვილი შეადგენდა ერთ სუბიექტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით მათი ვალდებულებებისათვის. (დაახლოებით მსგავსი დანაწესია დღევანდელი ქართული კანონმდებლობის მიხედვით). ცოლის ქორწინებამდელი ვალები უთანაბრდებოდა კაცის ვალებს .