რჩევები ვებ საიტის დამზადებასთან დაკავშირებით

future-of-affiliate-marketingრჩევები ვებ საიტის დამზადებასთან დაკავშირებით

ვებ საიტის დამზადება თქვენი ბიზნეს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ვებ საიტების როლი თანამედროვე ბიზნესში საკმაოდ დიდია და იგი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება.

არ იქნება პარადოქსი, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, არსებობს ბევრი ისეთი კომპანია, რომელთა შემოსავალი მთლიანად ან მეტწილად ვებ-საიტის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ამისა, ბევრი კომპანია ეფექტიანად ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას და მათი ვებ საიტები ქმედუუნარობით გამოირჩევა.

ასეთი კომპანიის ხელმძღვანელებს არ აქვთ გააზრებული ვებ საიტის მნიშვნელობა. ისინი ვერ გასცემენ ისეთ მარტივ შეკითხვებზე პასუხს, როგორიცაა: რატომ გჭირდებათ ვებ საიტი? რა შედეგების მიღწევა გსურთ? რა გავლენა ექნება ვებ საიტს თქვენ ბიზნესზე? და სხვა.

ვებ საიტი არის თქვენი ყველაზე მთავარი მარკეტინგული საშუალება. თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური ვებ საიტი, თქვენ არ გაქვთ ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

წინამდებარე სტატიაში კომპანია BLH წარმოგიდგენთ იმ საკითხებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ დაიწყებთ ვებ საიტის დამზადებას ან ძველი ვებ საიტის გარდაქმნას.

marketing_plan1.სწორი მიზნების დასახვა

სანამ ვებ საიტის დამზადებას დაიწყებთ, უნდა დასახოთ მთავარი მიზანი, გაეცით პასუხი კითხვაზე „რისთვის გინდათ ვებ საიტი“? გაყიდვების ზრდისთვის, ბრენდის ცნობადობის გაზრდისათვის, კლიენტების ინფორმირებისათვის და ა.შ.

საიტის ზოგადი მიზნიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროთ ამ მიზნის მისაღწევი ეფექტური ნაბიჯები.

მაგალითად,თუ საიტიდან გსურთ გაყიდვების განხორციელება, უნდა არსებობდეს, შესაბამისი გადახდის, დაჯავშნის და სხვა ფუნქციები. თუ ბრენდის პოპულარიზაცია გსურთ, უნდა არსებობდეს უნიკალური დიზაინი, ბლოგის წარმოებისთვის საჭირო აუცილებელი ფუნქციები, სოციალური მედიის ღილაკები და ა.შ.

What-is-SEO2.SEO და კონტენტ მარკეტინგი

შესაძლოა კარგი ვებ საიტი შექმნათ, უნიკალური დიზაინითა და ფუნქციებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ საიტზე მომხმარებელთა მოზიდვაა.

აღნიშნულის განხორციელება თქვენ შეგიძლიათ გარკვეული დანახარჯებით (Facebook რეკლამა, Google რეკლამა და ა.შ.), თუმცა არსებობს უფასო და უფრო ეფექტური საშუალებებიც, მაგ: საძიებო სისტემებიდან მოსული მომხმარებელი.

იმისათვის, რომ საძიებო სისტემიდან მოიზიდოთ მომხმარებელი აუცილებელია თქვენმა ვებ-საიტმა ძიების დროს უმაღლეს შედეგები აჩვენოს.

ამისთვის კი ორი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა გაითვალისწინოთ და განახორციელოთ, ეს არის SEO და კონტენტ მარკეტინგი.

SEO-ს მეშვეობით თქვენ ააშენებთ ციფრულ გზას თქვენ ვებ საიტამდე, ხოლო კონტენტ მარკეტინგი იქნება ამ გზაზე მომხმარებლის მოზიდვის საშუალება.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) საშუალებას იძლევა საიტი ტექნიკურად ისე იყოს გაკეთებული, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა იქნეს შესაძლებელი, ხოლო მათი მოზიდვის მთავარი მექანიზმია ეფექტური კონტენტის ქონა, რომელიც ჯერ მოხიბლავს თავად Google-ს და სხვა საძიებო სისტემებს და შემდგომ თავად მომხმარებელს.

ამდენად, თქვენ არ უნდა დააყენოთ საკითხი ასე: SEO ჯობია თუ კონტენტ მარკეტინგი, არამედ ორივე ამ ელემენტის განხორციელება დადებითად აისახება თქვენი ვებ საიტის ფუნქციონირებაზე.

IAB-Most-Marketers-Say-User-Experience-Needs-Improvement-in-Digital-Marketing

3.მობილური სტრატეგია

მობილური ძიების პროცენტულობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომაც აუცილებელია თქვენ ვებ საიტი აყვეს აღნიშნულ ტენდენციას და მობილური ძიებისათვის თავსებადი იყოს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან გუგლის საძიებო სისტემა ნეგატიურად რეაგირებს ისეთ ვებ გვერდებზე, რომლებიც არ არიან თავსებადი მობილურ ტელეფონებთან.

გარდა ამისა, თუ თქვენი ვებ საიტის მიზნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მობილური ტელეფონით ეწვევა თქვენ ვებ გვერდს, კარგი იქნება თუ ინვესტიციას მოახდენთ თქვენ ვებ საიტის მობილური ვერსიის შექმნაში.

დაკავშირებული სტატია: რას ნიშნავს mobile-friendly ვებ საიტი?

4.შეხედეთ თქვენ კონკურენტებს

სანამ ვებ საიტს დაამზადებთ შეხედეთ  თქვენს კონკურენტებს, შეისწავლეთ მათი ვებ გვერდი და საქმიანობა. დაგვერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ მათ ვებ გვერდზე, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. დადებითს დანერგავთ თქვენს ვებ საიტზე, ხოლო უარყოფითს გაითვალისწინებთ.

contentmanagement-e13244000121585.შექმენით უნიკალური კონტენტი

ზემოთ აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდ როლს თამშობს კონტენტ მარკეტინგი თანამედროვე ვებ საიტების ფუნქციონირებაში. ამავდროულად კონტენტს სხვა ფუნქციებიც აქვს.

მაგ: თუ გსურთ პროდუქტის გაყიდვა ვებ საიტის მეშვეობით, საჭიროა თითოეული მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის განთავსება საიტზე.

ჩვენი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ კლიენტებს ხშირად ეზარებათ ასეთი ინფორმაციის დაწერა, ისინი ან სხვის კონტენტს აკოპირებენ ან ძალიან ლაკონურები არიან, რაც ნეგატიური შედეგის მომტანია. რაც უფრო კარგია კონტენტი გექნებათ, მით უფრო შედეგიანი იქნება თქვენ ვებ-საიტი.

ჩვენი რჩევა იქნება დაიწყოთ კონტენტის შექმნა იქამდე, სანამ ვებ საიტის დამზადებას დაიწყებთ. აღნიშნული მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ რამდენიმე კვირა და უფრო მალე გაუშვათ ახალი ვებ საიტი.

6.ენდეთ თქვენს დიზაინერს

თქვენ უკვეთავთ ვებ საიტის დიზაინს პროფესიონალს, რომელმაც იცის თქვენზე უკეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ასე არ არის?

ნუ იქნებით ჯიუტი და ნუ ჩაერევით ვებ საიტის დიზაინის თითოეულ ელემენტის გაკეთებაში. აცალეთ პროფესიონალს მისი საქმის კეთება და მიიღეთ საუკეთესო შედეგები.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ვებ საიტის დიზაინი უფრო ეფექტური გამოდის სწორედ მაშინ, როდესაც შემკვეთი ნაკლებად ერევე მის შექმნაში.

facebook-internet-marketing7.სოციალური მედია

ვებ საიტზე მომხმარებლების მოზიდვის ეფექტური საშალებაა სოციალური მედია საშუალებები, ისეთი, როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram და ა.შ.  სოციალური მედიაზე თქვენი კონტენტის განსათავასებლად აუცილებელია ვებ საიტზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ საკუთარი კონტენტის ინტეგრირებას სოციალურ მედია საშუალებებში.

ვებ საიტის დამზადების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანია BLH – ის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც ვებ საიტის შექმნის, ასევე მისი ეფექტური ფუნქციონირების შესახებ.

 

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub