რჩევები დამწყები ბიზნესმენებისთვის

 285რჩევები დამწყები ბიზნესმენებისთვის

ჯეისონ ნაზარი, რომელმაც თავისი პირველი სტარტაპი Docstoc-ი 20 წლის ასაკში დააარსა, აცხადებს, რომ თავის დროზე ძალიან ამაყობდა ყველაზე ახალგაზრდა და გავლენიანი მეწარმის სტატუსით. მაგრამ ახლა, განვლილი წლების გადმოსახედიდან ის ხვდება, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა.

ახლა ნაზარი 34 წლისაა და ჟურნალ Forbes-ში ის უყვება 20 წლის ახალგაზრდებს მოსალოდნელ შეცდომებზე და გზებზე თუ როგორ აარიდონ მათ თავი.

1. დრო უსაზღვრო არ არის.

მსოფლიოში ძალიან ცოტა 20 წლის ახალგაზრდა „მიისწრაფის ამაღლებული გრძნობით“ საკუთარი წარმატებისკენ. მათ ჰგონიათ, რომ მთელი ცხოვრება და ყველა მათი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის.

ამიტომ მათ შეუძლიათ უბრალოდ იარონ კონფერენციებზე, დაესწრნენ ლექციებსა და ტრეინინგებს, ისაუბრონ საკუთარ ოცნებებზე მეგობრებთან კაფეში და ა.შ.

მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დრო ერთადერთი რესურსია, რომლის ფუფუნებაც აქვს ახალგაზრდას. ამ რესურსის გაფლანგვა ნამდვილად არ ღირს. თუ თქვენ 20 წლის ხართ გახსოვდეთ: ის შესაძლებლობები, რომელბიც დღეს გაქვთ, ხვალ აღარ გექნებათ. ამიტომ საჭიროა შეუჩერებლად მოქმედება დღეს, ამ წუთას.

2. ნიჭი გადაფასებულია.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიზნესს იწყებს სრულწლოვანების მიღწევისთანავე, ძალიან ამაყობს საკუთარი თავით. მათ იციან, რომ ნიჭიერები არიან. მაგრამ ნიჭი არის „გადაუმუშავებელი ნედლეული“, რომელიც თავისთავად არაფრად არ ღირს. მნიშვნელოვანია მისი „გადამუშავების“ დროულად დაწყება, ანუ წარმატების გზაზე მეთოდურად და მიზანმიმართულად მუშაობა. იდეა იმის თაობაზე, რომ თქვენ ყველაზე ჭკვიანი ხართ და ასეთი დარჩებით სულ, უბრალოდ ილუზიაა.

3. ჩვენ გაცილებით პროდუქტიულები ვართ დილაობით.

როცა ნაზარი ახალგაზდა იყო, ამაყობდა იმით, რომ შეეძლო შუაღამის სამ საათამდე ემუშავა. თუმცა ეს სულელური სიამაყეა, რადგან სჯობს გამოიძინოთ, ადრე ადგეთ და შეუდგეთ მუშაობას. დილაობით ტვინი გაცილებით უკეთ მუშაობს ვიდრე ღამით და შესაბამისად უფრო მეტის გაკეთებას ასწრებთ. გაცილებით უკეთესია რაიმე პროდუქტზე დილაობით იმუშაოთ, დღის მეორე ნახევარი კი შეხვედრებისთვის, სატელეფონო ზარებისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის გამოიყენოთ. სხვათა შორის ეს თეზისი დამტკიცებულია მეცნიერულადაც.

4. სოციალური მედია – ეს კარიერა არ არის.

ხუთი წლის შემდეგ ეს თანამდებობა აღარ იქნება მსხვილ კომპანიებშიც. SMM (Social media manager) — არის მარკეტინგის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი და არაფერი სხვა. კარიერის მოწყობა საკუთარი სურვილით დღე და ღამე Facebook-ში ჯდომით ნამდვილად არ გამოგივათ.

5. შეეშვით კომპიუტერის უკან დამალვას.

ბიზნესში წარმატება პირდაპირ კავშირშია პირად კონტაქტებთან და „ემოციურ“ საუბრებთან. გინდათ წარმატებული ბიზნესის მოწყობა? ხშირად აიღეთ ხელში ტელეფონი, მაგრამ არა საიმისოდ, რომ მეგობრებს უპასუხოთ ჩატში, არამედ იმისთვის, რომ კლიენტს დაურეკოთ.

6. მოდით პირველი და წადით ბოლო.

კონკურენტების დაძლევისა და ბაზრის ლიდერად გახდომისთვის არსებობს ერთადერთი გზა და ეს არის კონკურენტებზე მეტი მუშაობა. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თანამშრომლები კარგად მუშაობას ვერ შეძლებენ, თუ ისინი უფროსს „შენ“-ობით მიმართავენ, ხოლო ოფისში მუმდივად იგვიანებენ.

7. ნუ დაელოდებით ნებართვას რაიმეს გასაკეთებლად.

მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ არ ღირს ახლობლებში მხარდაჭერის ძებნა. გადაწყვიტე – გააკეთე. არავინ არ მიგითითებთ თქვენ გზას მილიონებისკენ. მისი მოძებნა დამოუკიდებლად მოგიწევთ.

8. თქვენს შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე.

იმისათვის რომ იყოთ წარმატებული საჭიროა ბევრი შეცდომა დაუშვათ, მაგრამ ამასთან ყოველთვის უნდა ნახოთ ძალა საკუთარ თავში სხვა რამის გამოსაცდელად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიცვათ საკუთარი შეცდომები ან მოუძებნოთ მათ გამართლება. პატიოსნება – წარმატებული ბიზნესის მთავარი თვისება ნამდვილად არ არის.

9. სწრაფად სწავლის საშუალება

სუპერპროფესიონალთან ერთად მუშაობა ეს არის საუკეთესო საშუალება განვითარდე სწრაფი ტემპებით, როგორც ეს არის ფილმში „ეშმაკი ატარებს Prada-ს“.

სფეროს ლიდერთან ერთად მუშაობა კარგი სტარტია წარმატებული კარიერისთვის და არანაკლებ კარგი სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. საჭიროა საკუთარი საზღვრების ყოველდღიურად გაფართოვება და სრულყოფა.

10. არ ღირს სამსახურის ხშირად გამოცვლა.

ადამიანები, რომლებიც წლის მანძილზე რამდენიმეჯერ იცვლიან სამსახურს, ძალიან ცოტა ვინმეს თუ მოსწონთ. ეს სამართლიანიცაა, რადგან გარკვეული ახალი უნარების გასათავისებლად და ახალი ცოდნის მისაღებად (აბა რისთვის დადიხართ სამსახურში?!), საჭიროა არანაკლებ ორი-სამი წელი დაუღალავი შრომა. თუ თქვენ სტაჟიანი „გადამრბენი“ ხართ, საეჭვოა რაიმე ისწავლეთ.

11. ნუ წამოეგებით სოც-პაკეტზე.

მართალია ძალიან მიმზიდველია ოფისში მუშაობა, სადაც უფასოდ არიგებენ ორცხობილას, აკეთებენ მასაჟს და შეზღუდვის გარეშე უშვებენ თანამშრომლებს გასართობ ოთახში. თუმცა გაცილებით სასარგებლოა კარიერისთვის ისეთი კომპანიის შერჩევა, სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ გამოცდილ მენეჯერებთნ და ინჟინრებთან ერთად. კარგი ხელმძღვანელი ნამდვილად სჯობს უფასო ორცხობილას.

12. საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება.

როცა რაღაცით ხართ დაკავებული სამსახურში დღეს, უნდა იცოდეთ რა რეზულტატს მოგცემთ ეს პირადი კარიერის მხრივ სამომვალოდ, რადგან ძალიან რთულია იმის კეთება, რისი კეთებაც არ გინდათ. მაგრამ თუ ამაში არის აზრი – მოგიწევთ გააკეთოთ. თუ საქმე უაზროა, ხოლო კარიერული ზრდა არ შეიმჩნევა, დროა ახალი სამსახური იშოვოთ.

13. ისაუბრეთ ნაკლები.

ახალი თაობა Y — ეს არის უაზროდ მოლაპარაკეთა თაობა. როცა ადამიანები სამუშაო ადგილზე ყოფნისას უაზროდ ლაპარაკობენ, კომპანიისთვის ეს კიბოსავით არის. უსარგებლო საუბრებს შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი კომპანია და დაღუპოს ნებისმიერი კარიერა.

14. გაითავისეთ ახალი ტექნოლოგიები.

თქვენი რეზუმეს ჩანაწერი – „Microsoft Office-ის კარგი მომხმარებელი“ არაფერს არ შეგმატებთ, მაგრამ Photoshop-ის, MySQL-ის, WordPress-ის, Adwords-ის, Balsamiq-ის ან Final Cut Pro-ს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამყაროში ყველაზე „მოწინავე“ პროგრამული პროდუქტების ცოდნა აუცილებელი პირობაა განვითარებისთვის.

15. სოციალური კავშირები.

საჭიროა ისწრაფოდეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იქონიოთ კონტაქტი. მთელი თქვენი თავისუფალი დროის ინვესტიცია უნდა ჩადოთ ურთიერთობებში.

16. თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ სამი პროფესიონალი ზედამხედველი.

საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იმას, რისკენაც თქვენ მიიწევთ. მათი რჩევები და ყურადღება, მოგვიანებით ფასდაუდებელი გახდება.

17. იმისათვის, რომ რამე ისწავლოთ, საჭიროა ისე მოიქცეთ, თითქოს უკვე ყველაფერს მიაღწიეთ.

თქვენი უფროსი რთულ გადაწყვეტილებას იღებს? როგორ მოიქცეოდით თქვენ მის ადგილას? ასეთი მოდელირება ასე თუ ისე მოგამზადებთ სამომავლო რთული გამოცდებისთვის.

18. ნაკელბი ტვიტი – მეტი წიგნი.

იკითხეთ რაც შეიძლება მეტი რთული და გრძელი ტექსტები. ტექსტში, სადაც 140 სიმბლოა, არ დევს არც აზრი და არც სიღრმე. დარწმუნდით, რომ თვეში ერთ წიგნს მაინც კითხულობთ.

19. ისწავლეთ დაზოგვა.

მაჯის ოქროს საათი, მოდური ავტომობილი და ბინა პრესტიჟულ რაიონში – გაგხდით მატერიალური შემოსავლის ტყვედ. რაც უფრო ნაკელბს დახარჯავთ ყოველდღიურად, მით უფრო გაგიადვილდებათ სამომავლოდ ფინანსურ საკითხებთან გამკლავება, მას შემდეგ რაც კიდევ ერთი სტარტაფის ავტორი გახდებით.

რა თქმა უნდა თითოეულ დახარჯულ ლარზე არ უნდა დაწვრილმანდეთ და იწუწუნოთ, ეს უაზრობაა, მაგრამ ხარჯების 25%-ით შემცირება ყველას შეუძლია. დაიწყეთ მცირედით.

20. რეპუტაცია შეუფასებელია.

მისი დაკარგვა შეუძლებელია, რამდენადაც ეს ყველაზე ფასეული ვალუტაა, რაც თქვენ გაგაჩნიათ. კარგი რეპუტაცია – სტაბილური და კარგი ბიზნესის საწინდარია, მისი არქონა კი პრაქტიკულად ჩავარდნის გარანტიაა. ამ მომენტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამყაროში, სადაც ყველამ ყვლაფერი იცის ერთმანეთზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ავრცელებთ სოციალურ ქსელში. რეპუტაცია – ეს ის განძია, რომლის პოვნაც მისი დაკარგვის შემდეგ შეუძლებელია.