როგორ შევქმნათ საიტი?

12345 web sitefffროგორ შევქმნათ საიტი?

რა საკითხების გათვალისწინებაა აუცილებელი ვებ საიტის შექმნისთვის ?

ვებ საიტი, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ყველა კომპანია საჭიროებს ვებ საიტის შექმნას, თუმცა ყველა მენეჯერს არ გააჩნია აუცილებელი ცოდნა ვებ საიტის შექმნისთვის აუცილებელ საკითხებზე.

წინამდებარე სტატიის მიზანია სწორედ იმ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს ვებ საიტის შექმნის ორგანიზებისთვის, კერძოდ ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოვახდინოთ ვებ საიტის დამზადების ორგანიზება და რა ეტაპებს მოიცავს ვებ-საიტის დამზადების პროცესი.

ეფექტური ვებ საიტის შექმნისთვის არ არის აუცილებელი, დიდი ფინანსების ინვესტირება, რადგან თანამედროვე რეალობა იძლევა საშუალებას საკმაოდ მისაღებ ფასებში შექმნათ ეფექტური ვებ საიტი. მაგალითად კომპანია BLH-ში ეფექტური დიზაინისა და ფუნქციების მქონე ვებ საიტის შექმნა, 499 ლარიდან შეგიძლიათ.

მეორე მხრივ, არსებობენ პროგრამისტები, რომლებიც 100-200 ლარადაც კი შემოგთავაზებენ ვებ საიტის დამზადებას, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა თუ გაგიმართლად, შესაძლოა იაფი ფასის სანაცვლოდ ნორმალური ვებ-საიტი დაამზადოთ.

1.დომენი

დომენი არის თქვენ ვებ საიტის მისამართი (მაგ: ჩვენი დომენია www.blh.ge )

თქვენ შეგიძლია ნებისმიერი ტიპის დომენი შეიძინოთ: ge, com, com.ge და ა.შ. დაბოლოვებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში იურიდიული პირებისთვის ერთი com.ge დომენი არის უფასო, ხოლო .ge დომენის ფასი, წელიწადში 30 ლარიდან იწყება. ქართული დომენის შესაძენად უნდა შეხვიდეთ ვებ საიტზე registration.ge.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უცხოური დომენები, როგორიცაა com, net და სხვა. უცხოური დომენის შესაძენად უნდა შეხვიდეთ ნებისმიერ საიტზე, რომელიც ყიდის დომენებს, მაგ: Godaddy.com.

მნიშვნელოვანია, რომ დომენის რეგისტრაცია მოხდეს თქვენი კომპანიის სახელზე, ქართული დომენების შეძენისას, ფორმდება ხელშეკრულება, სადაც თქვენი კომპანიის ან პირადად თქვენი რეკვიზიტები უნდა იყოს განსაზღვრული, რათა სრული კონტროლი გქონდეთ მასზე.

2.ჰოსტინგი

ჰოსტინგი არის ვებ სივრცე, თქვენი ვებ-საიტის განსათავსებლად, რომლის მეშვეობითაც ვებ-საიტის მონაცემები ხელმისავწომია აუდიტორიისთვის დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ არჩევანი ქართულ და უცხოურ ჰოსტინგებს შორის. იმის მიხედვით, თუ რა მოცულობისაა თქვენი საიტი (მაგ: 1 გბ, 2გბ და ა.შ.), განისაზღვრება ჰოსტინგის ფასი. გარდა ამისა ჰოსტინგის ფასი დამოკიდებულია მის ფუნქციებზეც.

ქართული ჰოსტინგების ფასები იწყება 1 ლარიდან თვეში, ხოლო უცხოური ჰოსტინგების საშუალო ფასი 5-10 $-ია თვეში, ამავდროულად არსებობს უფრო ძვირიანი ჰოსტინგებიც.

3.ვებ-საიტის დამზადება

შესაძლებელია ვებ საიტის უკვე არსებულ ძრავებზე აწყობა (მაგ: wordpess ის ძრავი) ან ვებ-პროგრამისტის მიერ თავიდან ბოლომდე მისი პროგრამულად დაწერა.

იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი მიზანი შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ვებ-საიტი, რომელთა ღირებულება მერყეობს რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე.

  • ვებ საიტის გვერდების შექმნა- ყველაზე რთული ეტაპია, აუცილებელია ერთი მხრივ კარგი დიზაინისა და მეორე მხრივ კარგად დაწერილი კონტენტის განთავსება.
  • ვებ საიტის დიზაინი- შესაძლებელია უკვე არსებული დიზაინის გადაკეთება ან ახალი დიზაინის დახატვა ეს უკანასკნელი უფრო ძვირი ჯდება.
  • კონტენტი– კარგი კონტენტი უმნიშვნელოვანესი ვებ-საიტისთვის, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, რომლებიც დალაგებული და მიმზიდველი ენით აუხსნიან მომხმარებელს თქვენი ვებ-საიტის მიზნებსა და მომსახურებას.

კონტენტის შექმნა, როგორც წესი სხვა პირს უნდა დაევალოს და არა დიზაინერს, რადგან ძალიან იშვიათობაა, კარგი დიზაინერი, რომელიც ამავდროულად კარგ კონტენტსაც ქმნის.

თქვენი საიტი, როგორც მინიმუმ სამ გვერდს საჭიროებს:

  • მთავარი გვერდი- ვინ ხართ და რას აკეთებთ,
  • ჩვენს შესახებ გვერდი- მომხმარებელი მეტის გაგებას შეძლებს კომპანიის შესახებ,
  • საკონტაქტო გვერდი- შესაძლებლობას იძლევა დაგიკავშირდნენ (კარგი იქნება, თუ ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია ყველა გვერდზე იქნება განსაზღვრული, განსაკუთრებით ტელეფონის ნომერი),

ამავდროულად ვებ საიტის მიზნიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სხვა გვერდებიც, როგორიცაა: მომსახურების გვერდი, ბლოგის გვერდი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდებზე არსებული კონტენტი იყოს გამართული ენობრივად და გრამატიკულად.

4.SEO და კონტენტ მარკეტინგი

იმის შემდგომ, რაც შეიქმნება ვებ საიტი, განისაზღვრება დომენი და განთავსდება იგი შესაბამის ჰოსტინგზე, დღის წესრიგში დადგება, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვის საკითხი.

მომხმარებლების მოზიდვა ბევრი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე ეფექტურია: მომხმარებლების მოზიდვა საძიებო სისტემებიდან და ინტერნეტ რეკლამიდან.

საძიებო სისტემაში თქვენი ვებ-საიტი, მარტივად რომ იძებნებოდეს აუცილებელია საიტის გვერდების ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტის განთავსება, რაც საშუალებას მისცემს თქვენს ვებ საიტს უფრო მაღალი შედეგები აჩვენოს ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Yahoo, Bing და Yandex.

რაც შეეხება ინტერნერტ რეკლამირებას, საქართველოში ყველაზე ეფექტურია, Facebook-ის რეკლამა და რეკლამა Google-ში.

დაკავშირებული სტატია: კონტენტ მარკეტინგის შავი მხარე

 

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhiგსურთ ვებ-საიტის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – ვებ საიტის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც ვებ საიტის შექმნის, ასევე მისი გაპიარების საკითხებში.

1