რა არის სასაქონლო ნიშანი?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
სასაქონლო ნიშანს სამი ელემენტი ახასიათებს:
- იგი არის სიმბოლო (ან სიმბოლოთა ერთობლიობა);
- გამოისახება გრაფიკურად;
- განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას – მეორესგან.
სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს, გარკვეული ბგერები, სუნი და ფერები, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
ევროპის სასამართლომ (ECJ) ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნიშანი, იმისათვის, რომ იქნეს დაცული, კერძოდ ნიშანი უნდა იყოს: ნათელი; ზუსტი; შემცველობითი; ადვილად აღმადი; გააზრებადი; მტკიცე; და ობიექტური;
სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
იხ. სტატია- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის შესაბამისად.
სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
გსურთ თქვენი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია? კომპანია BLH გთავაზობთ ბრენდირების სრულ მომსახურებას, მათ შორის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას. დაგვიკავშირდით.