რატომ ურჩევნიათ ქართველებს არასაბანკო სესხები
ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა 2017 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევები, რომელთა მიზანი იყო ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დადგენა არასაბანკო სესხების სფეროში, მათ შორის იმის გაგება, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველები სწრაფ ონლაინ სესხებს , საბანკო სესხებთან შედარებით.
Topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორის ბატონი კაზლაუსკას მოსაზრებით- მომხმარებელთა შეხედულებები ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ვებ-საიტის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე.
გამოკითხვების შედეგად დადგინდა, ხალხის აზრი პასუხისმგებლობით სესხებაზე და მათი ცნობიერების დონე არასაბანკო სესხების სფეროში.
გამოკვლევების შედეგები
გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა (65%) პოზიტიურად არის განწყობილი და კმაყოფილებას გამოხატავს არასაბანკო სწრაფი სესხების მიმართ.
რესპოდენტთა 53% მზად არის ურჩიოს არასაბანკო სესხები თავიანთ მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე გამოკითხულთა 53%-ის აზრით სწრაფი სესხი არის აუცილებელი პროდუქტი.
არასაბანკო სესხით სარგებლობის მიზეზები?
არასაბანკო სესხებით სარგებლობის მთავარი მიზეზი რესპოდენტთა 29%-ის აზრით არის სესხის მიღების სისწრაფე.
მეორე მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები მიმართავენ სწრაფი სესხების კომპანიებს არის ის, რომ მათ ბანკისგან უარი მიიღეს. ამ მიზეზს ასახელებს რესპოდენტთა 18%, ხოლო რესპოდენტთა 16%-ისთვის სწრაფის სესხის აღება არის უფრო ადვილი მათი დაბალი შემოსავლების ფონზე.
გამოკითხულთა 15% უპირატესობას ანიჭებს სწრაფ სესხებს, პირველი სესხის უპროცენტოდ მიღების შესაძლებლობის გამო, ხოლო 12%-ის აზით სწრაფი სესხის უპირატესობას წარმოადგენს მისი აღების შესაძლებლობა ინტერნეტის მეშვეობით.
სწრაფი ონლაინ სესხების ამორჩევის პირობები?
გამოკითხულთა 40%-სთვის მთავარი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, არის თუ არა პირველი სესხი უპროცენტო, 29% ყურადღებას აქცევს რამდენად დაბალია სესხის პროცენტის ოდენობა, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა. 11% აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სესხის აღების სხვა პირობებია.
გამოკითხვის მიზანი იყო ასევე გაგვერკვია, რამდენად პასუხისმგებლიანად ეკიდებიან სესხის დაბრუნების საკითხს მომხმარებლები. რესპოდენტების 88% დიდ მნიშვნელობას აქცევს თანხის უკან დაბრუნების საკითხს.
სწრაფი სესხების მიზნობრიობა
გამოკვლევა ასევე გვეხმარება გავარკვიოთ,ძირითადად რა მიზნით იღებენ არასაბანკო სესხებს მომხმარებლები. მომხმარებელთა 30% ამას აკეთებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, 13% – დაუგეგმავი შენაძენებისთვის, 10% – სამედიცინო დანახარჯებისთვის, 37% – სხვა ხარჯებისთვის.
გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური პრობლემების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას თავისი მომხმარებლებისთვის.
topsesxi.com-მა სწრაფი არასაბანკო სესხების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა ამ წლის თებერვალში. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტის მეშვეობით და მასში მონაწილეობა მიიღო 1,073 ქართველმა, 18-74 ასაკის ფარგლებში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შედეგების შესახებ ეწვიეთ ვებ საიტს – topsesxi.com
topsesxi.com არის დამოუკიდებელი ფინანსური მედია პორტალი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის არასაბანკო სესხებზე. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ საიტს.