რატომაა მნიშვნელოვანი სასაქონლო ნიშნები ბიზნესისათვის?
სასაქონლო ნიშნები და მათგან გამომდინარე რეპუტაცია, დიდ გავლენას ახდენენ მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე იყიდონ კონკრეტული ნივთი ან მომსახურება.
აქედან გამომდინარე, ბიზნესის კეთებისას, დიდი მნიშვნელობა ეკისრება იმის ცოდნას, თუ რატომაა სასაქონლო ნიშნები ასეთი მნიშვნელოვანი და მათი მეშვეობით, როგორ შეიძლება აქტივების გაზრდა.
წარმოგიდგენთ ოთხ მიზეზს, თუ რატომაა სასაქონლო ნიშნები მნიშვნელოვანი:
1. სასაქონლო ნიშანი მნიშვნელოვანი კომუნიკაციის საშუალებაა. ესაა ბრენდი თუ ლოგო, სასაქონლო ნიშნებს შეუძლიათ მომხმარებელს მიაწოდონ კონკრეტული ცნობები კომპანიის შესახებ, მისი რეპუტაციის, პროდუქტის და სერვისის შესახებ.
არაა აუცილებელი კარგი სასაქონლო ნიშანი იყოს სიტყვა, ან რაიმე მნიშვნელობით დახუნძლული ფრაზა. კარგი სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს თუნდაც ჩაკბეჩილი ვაშლის ან ყვითელი აქლემის გამოსახულება.
2.სასაქონლო ნიშნის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად გიპოვით. სასაქონლო ნიშნები წარმოადგენენ ეფექტურ კომერციულ საშუალებას თქვენთან მიიზიდოთ კლიენტი ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად.
3. სასაქონლო ნიშანი ფასეული აქტივია. სასაქონლო ნიშანი შესაძლოა ღირებულ აქტივად იქცეს. რაც უფრო მეტია თქვენი ბიზნესის რეპუტაცია, მით უფრო ფასი ემატება სასაქონლო ნიშანს – ბრენდს.
სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ბრუნვაუნარიან ქონებრივ სიკეთეს, რომლის გაყიდვა და სარგებლობაში გადაცემა ისევეა შესაძლებელი, როგორც უძრავი ქონების ან მანქანის.
4. სასაქონლო ნიშანმა შესაძლოა განაპირობოს კარგი კადრების მოზიდვა თქვენს კომპანიაში.
რაც უფრო პოპულარულია ბრენდი და რაც უფრო ცნობადია იგი ბაზარზე, მით უფრო იზრდება დადებითი ემოციები იმ კომპანიის მიმართ, რომელიც იყენებს ამ ბრენდს. აქედან გამომდინარე უფრო მეტ ადამიანს უჩდება სურვილი იმუშავოს ამ კომპანიაში, მათ შორის მაღალი კომპეტენციის მქონე ადამაინებსაც.