რას ნიშნავს მიკრო მეწარმეობა?

Micro-Business-in-Phuket-Thailand-570x350რას ნიშნავს მიკრო მეწარმეობა?

მიკრო მეწარმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რაც  განაპირობებს მის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ყოფნას, კერძოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

მაგ: ნიკამ 10.000 ლარის შემოსავალი მიიღო 2004 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო ხარჯებმა შეადგინა 4.000 ლარი. ჩვეულებრივ ფიზიკური პირი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობის 20%- ამ შემთხვევაში 6.000 ლარის 20%, ანუ 1.200 ლარი, თუმცა თუ იგი მიკრო მეწარმის სტატუსით, იგი გათავისუფლებულია აღნიშნული გადასახადის გადახდისაგან.

მიკრო მეწარმის სტატუსის მოპოვება:

მიკრო მეწარმის სტატუსი მოსაპოველად, ფიზიკური პირი უფლებამოსილია მიმართოს შემოსავლების სამსახურს თუ იგი აკმაყოფილებს სამ მოთხოვნას:

1.    საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად და არ ყავს დაქირავებული მუშა-ხელი.

აუცილებელია, რომ მიკრო მეწარმე თავის საქმიანობას ეწეოდეს დამოუკიდებლად, დაქირავებული პირთა დახმარების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭება, ხოლო უკვე მინიჭებული მიკრო მეწარმის სტატუსი უნდა გაუქმდეს.

2.  მისი ერთობლივი შემოსავალი 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატება 30.000 ლარს.

ზოგადი წესის მიხედვით მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე პირის ერთობლივი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მისმა შემოსავალმა გადააჭარბა აღნიშნულ ოდენობას, მიკრო მეწარმის სტატუსი უნდა გაუქმდეს.

თუმცა მთავრობის N-415-ე დადგენილების პირველ დანართში განსაზღვრულია საქმიანობების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი.

მაგ: თუ ხალიჩების მკერავს, რომელიც მიკრო მეწარმეა, 1 იანვირდან 31 დეკემბრის პერიოდისათვის, ხალიჩების ხერვიდან მიღებული აქვს 50.000 ლარის შემოსავალი, იგი არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რადგან 30.000 ლარის შეზღუდვა ასეთ შემთხვევაში არ მოქმედებს, მთავრობის N-415-ე დადგენილების შესაბამისად.

წლიური 30.000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას არ ჩაითვლება შემდეგი შემოსავლები:

1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

3. მისი საქმიანობა არ ხვდება მთავრობის N 415-ე დადგენილებით ჩამოთვლილ აკრძალული საქმიანობათა სიაში.

შეზღუდვები:

დაუშვებელია მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭება შემდეგი საქმიანობების განხორციელებისას:

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

იხ. საქართველოს კანონი „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ“

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.

გარდა საქართველოს მთავრობის N-415 დადგენილების პირველი დანართით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. ვაჭრობა. (არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული

საქონლის გადამუშავება და მიწოდება, მაგ: სიმინდის შესყიდვა და შემდგომ ზეთის გამოხდა რეალიზაციის მიზნით).

მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად მეწარმე ფიზიკურ პირად, როგორც მეწარმე სუბიექტად ყოფნა სავალდებულო არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ  ფიზიკური პირი არ არის ვალდებული დარეგისტრირდეს ინდ. მეწარმედ, რათა გახდნეს მიკრო მეწარმე.

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი საქონლის/მომსახურების შემძენი პირის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

მაგ: მიკრო მეწარმე „ა“ აწარმოებს ყველს და ახდენს მის რეალიზაციას. მაღაზია „ალფამ“ შეისყიდა 100 კგ ყველი „ა“-სგან. ამ შემთხვევაში ყველის შეძენაში გადახდილ თანხას მაღაზია „ალფა“ ვერ აჩვენებს ხარჯებად.

მსგავსი სტატია: რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა?