რას ნიშნავს “განვადება ქართულად”?

10247222_1439753046272498_6597373707089938535_nრას ნიშნავს “განვადება ქართულად”?

საქართველოში ძალიან პოპულარულია ე.წ. განვადება, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეალურად რა სამართლებრივი ბუნების მქონეა მაღაზიაში შემოთავაზებული განვადებები, რათა არ მოვტყუვდეთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით განვადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მყიდველი იღებს ნივთს, ხოლო საფასურს უხდის გამყიდველს მომავალში ნაწილ-ნაწილი გადახდის სახით (შეიძლება პროცენტიანი იყოს განვადება ან უპროცენტო).

ერთი შეხედვით განვადების ეს განმარტება ზუსტად მოდის შესაბამისობაში, იმასთან რასაც მაღაზიები გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად ვტყუვდებით, რადგან ჩვენ, არა განვადებით ვყიდულობთ ნივთს, არამედ იქვე მჯდომი ბანკის თანამშრომელი გვიფორმებს სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებას, ხოლო მაღაზია გაყიდული ნივთის საფასურს ღებულობს ჩვენ მიერ ნასესხები თანხიდან.

ამდენად შედეგი გვაქვს შემდეგნაირი- ჩვენ ვყიდულობთ ნივთს, რომლის ღირებულებასაც მაღაზიას ვუხდით მთლიანად, ბანკისგან ნასესხები ფულით და შესაბამისად გვჩება ბანკის ვალი, რომელსაც ვიხდით შემდგომ ნაწილ-ნაწილ.

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ უპროცენტო სესხი არ არსებობს, ამიტომაც მაღაზიები ადგენენ ფარულ პროცენტს.

მაგ: თუ ნივთი ღირს 1000 ლარი, ე.წ. განვადების შემთხვევაში ნივთი იყიდება 1090 ლარად. 90 ლარი წარმოადგენს სწორედ იმ პროცენტს, რომელსაც იღებს ბანკი.

გარდა ამისა ამ თანხას ემატება საკომისიო, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნივთის ღირებულების 5-6 %-ის ფარგლებში მერყეობს.