ოჯახური დავები
ოჯახური დავების განსჯადობა
სარჩელები ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.