ონლაინ სესხები

moneytrap

ონლაინ სესხები

საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს აღებული. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალეთა რიცხვი მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა.

მეორე მხრივ, ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობენ, მათ საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში, კერძოდ ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად.

ონლაინ სესხებით სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს შემდგომში სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს მომხმარებლებისთვის, რადგან არსებობენ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც კაბალური პროცენტებისა და ა.შ. გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარდებიან.

ამდენად, დღეს საკმაოდ პრობლემურია ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ სტატიის მიზანია მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება ონლაინ სესხებთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ, სესხის აღებამდე გაეცნოთ ჩვენ ბლოგს, რომელშიც მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია სესხების შესახებ, როგორიცაა: სესხის ხანდაზმულობა, პირგასამტეხლოსა და პროცენტის შემცირება, შესაგებელის არსი, სასამართლო უწყების ჩაბარება, მტკიცების ტვირთი და ა.შ.

ამავდროულად. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობისგან, რომლებიც ეწევიან საეჭვო მომსახურებას ან კომპანიებთან, რომელთაც აქვთ მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურებები.

წარმოგიდგენთ სანდო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დაკრედიტების სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობენ. ჩვენ გირჩევთ, თუ მაინდამაინც საჭიროებთ, ონლაინ სესხების სწორედ მათგან აიღოთ.

იხილეთ ასევე სტატია: სესხის პროცენტის შემცირებაზე