ოლიკოს საბავშვო ბაღი
საბურთალოზე, ანა ანტონოვსკაიას ქუჩის 9ბ ნომერში, მესამე სართულის ერთ-ერთ უბრალო ბინაში, პატარა ბაღია განთავსებული – ოლიკოს საბავშვო ბაღი, რომელიც უკვე 21 წელია, რაც ფუნქციონირებს. ამ საბავშვო ბაღში ვსწავლობდი მეც, ზუსტად 21 წლის წინ.
საბავშვო ბაღი არის პირველი მიკროგარემო, ადგილი, სადაც ბავშვი პირველად შედის მჭიდრო კომუნიკაციაში სოციუმთან. შემდგომ მოდის სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და ა.შ.
ახლა, უკვე როდესაც, სწავლის ყველა ეტაპი წარმატებით გავიარე, ყველაზე უფრო ნათელ წერტილად ჩემი სწავლის პერიოდიდან, მაინც საბავშვო ბაღი მიმაჩნია.
დღესაც მახსოვს პირველად, რომ მივედი ოლიკოს საბავშვო ბაღში 21 წლის წინ, მზიანი დღე იყო, დამხვდა სათამაშოები და ორი მორცხვი ბაღელი.
დღესაც მჭიდროთ არის ჩემში აღბეჭდილი ბაღში მიღებული ცოდნა: ბიბლია-ძველი და ახალი აღთქმა, გეოგრაფიული გაკვეთილები, ძველი ბერძნული მითოლოგია,რუსული/ინგლისური ენა და ბევრი სხვა რამ.
რამდენიმე დღის წინ ბიბლიურ სამსონს განვიხილავდი მეგობრებთან ერთად, შემდეგ გავიფიქრე, თუ საიდან ვიცოდი მის შესახებ? ბაღიდან… ამომიტივტივდა პასუხი. არ გამკვირვებია, ასე ხდება ხოლმე ხშირად.
ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ვამაყობ ამ ბაღში სწავლით და როგორც კომპანია BLH-ის თანადამფუძნებელი – ვახტანგ შენგელია ყველას გირჩევთ შვილები სწორედ აქ მიიყვანოთ.
ოლიკოს საბავშვო ბაღში არ არის მიხატულ-მოხატული ევრო რემონტის მქონე კედლები, იქ არ დგას ვიდეოთვალი, მაგრამ იქ ლამაზი ბავშობაა.
საბურთალოზე, ანა ანტონოვსკაიას ქუჩის 9ბ ნომერში, მესამე სართულის ერთ-ერთ უბრალო ბინაში, პატარა ბაღია განლაგებული – ოლიკოს საბავშვო ბაღი.
ოლიკოს საბავშო ბაღის Facebook გვერდი
ოლიკოს საბავშვო ბაღის ვებ საიტი