ნორვეგია ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს
“რა საოცარი ქვეყანაა“ წერს ელონ მასკი ტვიტერში.
ნორვეგია იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აკრძალავს ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვას შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.
ამით ნოერვეგია აკრძელებს ეკლოგიურად პროგრესული სახელმწიფოთა ლიდერის როლის მორგების ტენდეციას.
ცნობილია, რომ ნორვეგიის პოლიტიკოსთა დიდმა ნაწილმა უკვე მიაღწია ამის შესახებ შეთანხმებას, რომ 2025 წლისთვის ყველა ავტომობილი ნორვეგიაში იქნება „მწვანე“.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფოს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ნორვეგიაში ჰაერის დაბინძურების მესამედი სწორედ სატრანსპორტო სექტორზე მოდის. ამას ისიც ემატება, რომ ნორვეგიის მთავრობის გეგმით, 2030 წლიდან ყველა გემი და ბორანი გამონაბოლქვის გარეშე უნდა იყოს, საჰაერო და ტვირთგადამზიდი ტრანსპორტი კი ბიო საწვავზე გადავა.
წყარო: http://www.independent.co.uk