როგორია ნიშნობის სამართლებრივი ბუნება?

engagement-menu

ნიშნობის სამართლებრივი ბუნება

ქართული კანონმდებლობა იცნობს ნიშნობის ცნებას და გარკვეულწილად ახდენს მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაციას.

1. ნიშნობის ცნება და მისი შედეგი- ნიშნობა წარმოადგენს მომავალ მეუღლეთა ნების გამოვლენას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ დაქორწინებას. ნიშნობას არ გააჩნია სავალდებულო ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ უარი თქვან დაქორწინებაზე და ნიშნობის ფაქტიდან გამომდინარე მეორე პირი ვერ მოითხოვს სასამართლოში იძულებით ქორწინებას.

2. ნიშნობის საფუძველზე გადაცემული საჩუქრების უკან დაბრუნება –საზოგადოებაში არსებობს დამკვიდრებული ტრადიცია, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს. ხოლო ვინაიდან ნიშნობას არ გააჩნია სამართლებრივად სავალდებულო ძალა, კანონმდებელი ადგენს ნიშნობის საჩუქრების (რაც ხშირად ძვირადღირებული ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს, იმ შემთხვევისათვის, როცა ნიშნობას არ მოყვება ქორწინება.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email