მოგების გადასახადი (სუბიექტები)

small-business-tax-620x350მოგების გადასახადის სუბიექტები 

მოცემული სტატია ეხება მოგების გადასახადის გადამხდელ სუბიექტებს- იმ პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გადაიხადონ მოგების გადასახადი.

მოგების გადასხადის გადამხდელი სუბიექტები არიან:

1. საქართველოს რეზიდენტი საწარმო;

2. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

რა არის საწარმო?

საგადასხადო კოდექსის მიხედვით, საწარმოს წარმოადგენს:

ა. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირები (შპს, სს, სპს, კს და კოოპერატივი).   საწარმოს არ წარმოადგენს ინდ. მეწარმე.

ბ.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული არ არის მოგებაზე, მაგრამ მისი მიზნის შესასრულებლად იგი ახორციელებს გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას და ღებულობს შემოსავალს. ასეთი ორგანიზაცია ამ ნაწილში დაიბეგრება ისევე, როგორც საწარმო.

მაგ: არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ბუნების დაცვას და ამავდროულად ყიდის სხვადასხვა პროდუქტს, თავისი საქმიანობის დაფინანსებისათვის. ამ შემთხვევაში პროდუქტით ვაჭრობის ნაწილში, ეს ორგანიზაცია განიხილება, ისევე, როგორც საწარმო.

გ.უცხოეთის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კომპანიები, კორპორაციები, ფირმები, სხვა წარმონაქმნები მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი.

დ. მუდმივი დაწესებულება (იხ. საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლი)

ე. გაერთიანებები, ამხანაგობები

როგორ დგინდება საწარმოს რეზიდენტობა ?

საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია.   ამდენად, წარმოადგენს თუ არა საწარმო საქართველოს საწარმოს (რეზიდენტს) უნდა განისაზღვროს მისი საქმიანობის ადგილისა ან/და მართვის ადგილის მიხედვით:

საქმიანობის ადგილი:

•   სახელმწიფოს რეგისტრაციის ადგილი,

•  იურიდილი მისამართი,

•  ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი,

•  საწარმოს მართვის ადგილი,

•  ამხანაგობების გაერთიანებების შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის მმართველი პირის საქმიანობის ადგილი.

ეს ჩამონათვალი არის იერარქიული და საქმიანობის ადგილის დასადგენად  უნდა შევხედოთ ჯერ რეგისტრაციის ადგილს , თუ არ არის განსაზღვრული რეგისტრაციის ადგილი, შემდეგ კრიტერიუმს ვუყურებთ და ა.შ.

საწარმოს მართვის ადგილი: 

•  ფაქტობრივი მართვის ადგილი, სადაც დირექტორატი ახორციელებს მმართველობით ფუნქციას.

•  თუ საწარმოს მართავს სხვა პირი – მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი.

•  თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან მმართველობით ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგი, ან მმართველი უშუალოდ არ მარავს საწარმოს – ადმინისტრაციის, დირექციის, გამგეობის, ცენტრალური ბუღალტერიის ან სხვა მსგავსი ორგანოს საქმიანობის ადგილი.

თუ დავადგენთ, რომ არც საქმიანობის და არც მართვის ადგილი საწარმოს არ აქვს საქართველოში, მაშინ იგი წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც მოგების გადასახადის გადამხდელია მხოლოდ იმ შემოსავლის ფარგლებში, რასაც იგი ღებულობს საქართველოს წყაროდან.

არარეზიდენტი საწარმო საქართველოში შემოსავალს შეიძლება ღებულობდეს, როგორც მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ასევე მუდმივი დაწესებულების გარეშე.

მაგ: უცხოურ საწარმოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ფილიალი ან წარმომადგენლობა და მისი მეშვეობთ ღებულობდეს შემოსავალს. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს მის მუდმივ დაწესებულებას.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ კომპანია BLH_ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email