მობილური აპლიკაციის წარმატების სამი საიდუმლო

მობილური აპლიკაციის წარმატების მობილური აპლიკაციების წარმატების  სამი საიდუმლო

მობილური აპლიკაციის დამზადება ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად.

აპლიკაციების როლი ბიზნესში ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, აპლიკციათა უმეტესობა ვერ აღწევს მათ წინაშე დასახულ მიზნებს.

ამის მთავარი მიზანია ის გარემოება, რომ ისინი არც დიზაინითა და არც ფუნქციონირების ეფექტურობით არ გამოირჩევიან, შედეგად ვერ ხიბლავენ მომხმარებლებს და ფაქტიურად მათი გამოყენების არეალი ძალზედ მცირეა.

აპლიკაციების წარუმატებლობაზე სხვა სტატიებში ვისაუბრებთ, ხოლო ამ სტატიაში ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ ის ელემენტები, რომლებიც მობილური აპლიკაციების წარმატების საწინდარია.

ეფექტური მობილური აპლიკაციის დამზადებისთვის, საჭირო შემდეგი სამი საკითხის გათვალისწინება:

1.აპლიკაციის აღქმის ხარისხი

მნიშვნელოვანია მობილური აპლიკაცია ისეთი დიზაინით იყოს შექმნილი, რომ მომხმარებელმა მარტივად აღიქვას და გამოიყენოს იგი.

დიზაინში არ იგულისხმება მხოლოდ ვიზუალი, არამედ ამ ვიზუალის უკან უნდა განისაზღვროს აპლიკაციის ყოველდღიური ფუნქციონირების პრინციპები.

ამ ორი ელემენტის ერთმანეთთან შეხამება საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც წესი, კარგი დიზაინერები ვერ ერკვევი ტექნიკურ საკითხებში.

2.ბიზნეს პროცესი

მობილური აპლიკაციით შეთავაზებული ბიზნეს პროცესი გარკვეულწილად განსხვავებული, უფრო ინოვაციური და მარტივი უნდა იყოს.

თქვენ უნდა სთავაზობდეთ მომხმარებელს რამე განსხვავებულს და სასარგებლოს.

მაგ: თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, რომელიც ვებ-საიტის მეშვეობით ყიდის პროდუქტს 300 ლარად, მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლია შეთავაზოთ კუპონი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული პროდუქტის ყიდვა მომხმარებელს 280 ლარად შეეძლება.

3.მობილური აპლიკაციის არქიტექტურა

აპლიკაციის სწორი სტრუქტურა ძალიან პროდუქტიული შეიძლება იყოს მისი განვითარებისთვის. თქვენი მიზანი უნდა იყოს აპლიკაციის უზრუნველყოფა ეფექტური ფუნქციებითა და კონტენტით- არაფერი ზედმეტი ან/და ნაკლები.

აპლიკაციის თითოეული ნაწილი უნდა იყოს ისე დალაგებული და ორგანიზებული, რომ ქმნიდეს ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს, მომხმარებელს არ უნდა დაჭირდეს აპლიკაციის გამოყენების შესწავლა.

მობილური აპლიკაციის დამზადებელი სუბიექტის კვალიფიკაციის საკითხი

არ ენდოთ ყველა სუბიექტს, რომელიც მზად არის თავიანთი მომსახურება შემოგთავაზონ.

საქართველოს ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ბევრი ისეთი კომპანია და ცალკეული პროგრამისტი საქმიანობს, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ასეთ პირებთან საქმის დაჭერა არარეკომნდირებულია, რადგან სერიოზულად დაგაზარელბთ, როგორც ფინანსურად, ისე დროის მხრივ. იხ სტატია – სანამ აპლიკაციის დამზადებას ….

ბოლოსიტყვაობა:

ზემოთ განსაზღვრული სამი ელემენტი ავსებს ერთმანეთს და ქმნის აპლიკაციას, რომელიც:

  • მომხმარებლებს მოსწონთ და იყენებენ;
  • ბიზნესის წინსვლას უწყობს ხელს;
  • კომპანიის ბრენდის ცნობადობას უწყობს ხელს;

გარდა აღნიშნული საკითხებისა, სანამ გადაწყვეტთ აპლიკაციის დამზადებას, კარგად გამოიკვლიეთ და დაფიქრდით ყველა იმ ელემენტზე, რაც აპლიკაციის დამზადების პროცესში დაგჭირდებათ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელვანი თემაა აპლიკაციის ღირებულების განსაზღვრა.

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhi

გსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

1

სხვა სიახლეები