მობილური აპლიკაციის გაპიარება

Smartphone apps infographics with a hand holding a phone with linked circular icons for shopping cloud computing mail wifi analytics speech and route finder or maps

მობილური აპლიკაციის გაპიარება

მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და კომუნიკაციის ხარისხი თქვენს პოტენციურ მომხმარებლებთან.

აღნიშნული ორი ელემენტი: ცნობადიბა და ეფექტური კომუნიკაცია უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს თქვენს ბრენდს.

შედეგად, რაც უფრო მეტად გენდობათ მომხმარებელი, მით უფრო იზრდება ბრენდირებული გაყიდვები.

ყველაზე აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობაც კი, 5-6 აპლიკაციაზე მეტს არ იყენებს დღის განმავლობაში, ამაზე უფრო ნაკლები ადამიანი იწერს და აყენებს აპლიკაციებს მობილურში.

ამდენად ათასობით ლარის ინვესტიციის შედეგად შექმნილი აპლიკაცია, რაც არ უნდა ლამაზი და ფუნქციური იყოს, თავისით, ერთგვარი მიწოლის გარეშე, ვერ მიაღწევს რაიმე არსებით შედეგს და შესაბამისად ვერ გახდება თქვენი ბრენდის პლაცდარმი მობილურ სივრცეში.

იმისათვის, რომ მომხმარებელთა ყურადღება მიიქციოთ, საჭიროა სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და შემდგომი იმპელმენტაცია.

წარმოგიდგენთ მობილური აპლიკაციის გაპიარების 4 სხვადასხვა სტრატეგიას, რომელთა სწორედ განხორციელება დაგეხმარებათ მობილური აპლიკაციის ცნობადობის გაზრდაში:

1.დაიჭირეთ პოტენციური მომხმარებლის „მობილური მომენტები:

მობილური მომენტი არის „ის დრო და სივრცე, როდესაც მომხმარებელი იღებს მობილურს და ეძებს, იმას რაც იმ წუთას სასწრაფოდ სჭირდება“. საშუალო აქტივობის მომხმარებელს მინიმუმ 150-200 მობილური მომენტი აქვს დღეში.

მოიფიქრეთ აპლიკაციის ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს საჭირო და ამავდროულად ეს საჭიროება დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს ბიზნესთანაც.

მაგ: თუ გაქვთ გადამზიდავი კომპანია, შექმენით აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება კონტეინერის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში.

თუ გაქვთ ტურისტული კომპანია, შექმენით აპლიკაცია, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს სასარგებლო ინფორმაციას, სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ან საშუალებას მისცემს დაჯავშნოს სასტუმრო/თვითმფინავის ბილეთები.

2.სხვადასხვა ბრენდირებული აპლიკაციების შექმნა

ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგია, მობილური აპლიკაციის გაპიარებისთვის, გულისხმობს ერთი დიდი აპლიკაციის შექმნის ნაცვლად, რამდენიმე პატარა აპლიკაციის შექმნას, რომლებიც ყველა ერთად ერთიან სივრცეს ქმნიან.

ეს აპლიკაციები უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, საერთო ბრენდით და მიზნებით და ამავდროულად, ისინი თითოეული დამოუკიდებელ ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს.

მაგ: ტურისტული ბიზენსისთვის, ცალკე აპლიკაცია, რომელშიც მოცემულია თქვენი ტურები, ცალკე აპლიკაცია სასტუმროების/ტრანსპორტის დაჯავშნისა და ყიდვის ფუნქციებით და სხვა.

3.სასარგებლო შეტყობინებები

ზოგადად, მობილურში მოულოდნელი შეტყობინებები ყოველთვის ნეგატიურად არის აღქმული მომხმარებლის მიერ, განსაკუთრებით, როდესაც აპლიკაციისგან მიდის შეტყობინება.

ხშირად ასეთი შეტყობინებები ხდება აპლიკაციის მობილურიდან წაშლის საფუძველიც, თუმცა მეორე მხრივ კვლევებით დადგინდა, რომ აპლიკაციის შეტყობინებას პოზიტიური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, თუ იგი სწორი სტრატეგიით არის განხორციელებული:

  • გააგზავნეთ მხოლოდ სასარგებლო და საჭირო შეტყობინებები;
  • სიხშირე- არ გახდეთმოუბეზრებელი, არ გააგზავნოთ კვირაში 1-2 შეტყობინებაზე მეტი;
  • შეტყობინებები უნდა იყოს მარტივად აღქმადი;
  • ეფექტურია ფასდაკლებების და აქციების შესახებ შეტყობინებები.

შედეგად: შეტყობინებათა სწორი სტრატეგიის განხორციელებისა და იმპელემტანციის შედეგად, გაიზრდება აპლიკაციის ფუნქციონირების მოცულობა 50%-ით.

4.აპლიკაციის გამორჩეულობა

აპლიკაციათა 25% გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის მიერ თქვენი აპლიკაციის გამოყენება იმდენად ეფექტურად მოხდეს, რომ მას აღარ მოუნდეს სხვა აპლიკაციის მსგავსი გადმოწერა, ამიტომაც თქვენი აპლიკაცია უნდა იყოს გამორჩეულად ეფექტური, რაც სხვადასხვა კრიტერიუმით შეიძლება გაიზომოს:

  • ლაკონური და საინტერესო აღწერილობა;
  • ლამაზი ლოგო და დიზაინი;
  • აპლიკაციის გამოყენების სიმარტივე;
  • სასარგებლო ფუნქციები (მინიმუმ ერთი);

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhi

გსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

1

სხვა სიახლეები