ევროპული სასამართლოს განმარტება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ
პოლონეთმა და ლიტვამ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნებში აიკრძალა მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია.
ევროპულმა კომისიამ აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ევროპულ სასამართლოში, რადგან კომისიის შეხედულებით ასეთი აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ევროპულ სამართალს, კერძოდ ევროკავშირის 2007/46 და 70/311 დირექტივებს, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აკრძალონ, შეზღუდონ ან სხვაგვარად ხელი შეუშალონ სატრანსპორტო საშუალებების, მათი კომპონენტების და ცალკეული ნაწილების რეგისტრაციას, გაყიდვას, ექსპლუატაციას ან/და ბრუნვას, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ევროკავშირის სამართლით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „პოლონეთისა და ლიტვის მიერ დადგენილი აკრძალვა მარჯვენასაჭიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სცდილდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ ზომებს.“
ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ ევროკავშირის დირექტივებით განსზღვრულია ერთიანი რეგულაცია, იმის შესახებ, თუ როგორი ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალებისთვის უსაფრთხოდ.
მართალია, მოცემული დირექტივები არ შეიცავენ რაიმე რეგულაციას საჭის განლაგების შესახებ, მაგალითად არ არის განსაზღვული მოთხოვნა, საჭის მარცხნივ ან მარჯვნივ განხლაგების თაობაზე, თუმცა ის გარემოება, რომ დირექტრივებში არ არის აღნიშნული საკითხი დარეგულირებული, არ გულისხმობს, რომ აღნიშული საკითხი დირექტივის რეგულირების მიღმა არის დარჩენილი, არამედ ევროპის სამართალი აძლევს სრულ თავისუფლებას სატნრასპორტო საშუალების მწარმოებელს, საჭე განალაგოს ნებისმიერ მხარეს, აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაუშვებელია ეროვნული კანონმდებლობით.
საბოლოო ჯამში სასამართლომ განმარტა, რომ საჭის განლაგება, ევროკავშირის სამართლის მიხედვით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, არ უნდა ახდენდეს გავლენას მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციაზე, ამავდროულად სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, მოსთხოვენ მძღოლებს საჭის გადატანა.
ამდენად, ევროპის სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლონეთმა და ლიტვამ დაარღვია ევროკავშირის სამართალი.
იხილეთ გადაწყვეტილები სრულიად: (C-639/11 and C-61/12)