ლოგოს მნიშვნელობა ბიზნესში, რა არის ლოგო?

chef-sketchesლოგოს მნიშვნელობა ბიზნესში

რა არის ლოგო?

ჩვენ უამრავ ლოგოს ვხედავთ ყოველდღიურად, თუმცა ბევრ ადამიანს გაუჭირდება მარტივად გასცეს პასუხი შეკითხვას „ზუსტად რა არის ლოგო?“

ლოგო არის ნებისმიერი ბრენდისა და მარკეტინგული გეგმის ფუნდამენტალური ელემენტი, იგი კომპანიის ან მისი ცალკეული ბრენდის სახეა.

apple-logo-blackრა ფუნქცია აქვს ლოგოს?

ლოგოს გარეშე ბრენდი ვერ იარსებებს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ლოგო ბრენდის სახეა, მისი მეშვეობით ხდება ბრენდის, ასევე მის ქვეშ შემოთავაზებული პროდუქტის ცნობა და განსხვავება სხვა ბრენდებისგან. წარმოიდგინეთ კომპანია Apple-ი თავისი ლოგოს – ჩაკბეჩილი ვაშლის გარეშე ან კომპანია BMWდა Mercedes-ი თავიანთი ლოგოების გარეშე.

მარკეტინგული თვალსაზრისით ლოგო იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდის ცნობის მექანიზმი. ლოგო შეიცავს, ბრენდისგან მომხმარებლის მიმართ განსაზღვრულ ყველა მნიშვნელოვან ელემენტს და სიგნალს. ამდენად, ლოგო არის კომუნიკაციის საშუალება მომხმარებლებთან.

starbucks_coffee_logo-svgმაგალითად, როდესაც ვხედავთ Coca-Cola-ს ან Starbucks-ის ლოგოს, ჩვენ გვეუფლება ის დადებითი ემოციები, რასაც ეს პროდუქტები ჩვენში აღძრავენ – კოკა-კოლას გამაგრილებელი გემო ან გემრიელი ყავის დალევა სამსახურში დასვენების დროს.

nike-logoშეუძლებელია რაღაც ემოცია არ დაგეუფლოს, როდესაც ხარ გატაცებული სპორტით და ხედავ Nike_ის ან Adidas_ის ლოგოებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მოგონება ბავშობიდან, პირველი სპორტული ფეხსაცმელის ან სავარჯიშო აღჭურვილობის შესახებ.

ლოგო საერთაშორისო კომუნიკაციის საშულებაა, მისი ყველა ესმის, ნებისმიერ ენაზე მოლარპაკე ადამიანს.

ლოგოს აქვს უნარი ჩვენს ქვეცნობიერზე იმოქმედოს და მიგვიზიდოს პროდუქტის საყიდლად.

%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9dრა უნდა გავითვალისწინოთ ლოგოს დამზადებისას?

ნებისმიერმა ბიზნესმენმა, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი გეგმები საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ლოგოს შექმნას.

ლოგოს თითოეული ელემენტი რაღაცას უნდა ატყობინებდეს მომხმარებელს, მისი საშუალებით უნდა შეიძლებოდეს ემოციური კონტაქტის დამყარება პოტენციურ კლიენტებთან.ლოგოს უნდა ჰქონდეს სწორი ფერი და დიზაინი, ნუ გაჯიუტდებით, ნუ დაზოგავთ ფულს, ყველაზე მთავარზე, საქმე აუცილებლად ანდეთ პროფესიონალებს.

ლოგო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, თქვენი ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებთ ლოგოს შექმნაში, მით უფრო დიდი ძალისხმევით იმუშავებს ეს ლოგო თქვენი ბრენდისთვის და მთლიანად ბიზნესისთვის.

trademarkლოგოს დაცვა

თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში მნიშვნელოვანია უნიკალური ლოგოს შექმნა, რომელიც ასოცირდება თქვენს ბრენდთან და ამავდროულად მისი დაცვა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში.

იურიდიული თვალსაზრისით ლოგო წარმოადგენს სასაქონლო ნიშანს, ხოლო მისი დაცვისათვის აუცილებელია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. თქვენი ლოგო იქამდე არ იქნება სრულიად დაცული, სანამ თქვენ არ მოახდენთ მის რეგისტრაციას საქპატენტში.

გსურთ ეფექტური ლოგოს დამზადება და არ იცით საიდან დაიწყოთ?

კომპანია BLH-ს დიდი გამოცდილება გააჩნია ბრენდირებაში, მათ შორის სხვადსხვა ლოგოს დამზადებაში, ჩვენ ბოლომდე გვესმის თუ რა მნიშვნელობა გააჩნია ლოგოს თქვენი ბიზნესისთვის, სანამ დავიწყებდეთ ლოგოს დამზადებას, ჩვენ სრულყოფილად ვიკვლებთ კომპანიის საქმიანობას, მის პროდუქტებს, სამომავლო გეგმებსა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხედულებებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ლოგოს შექმნის თაობაზე.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს- 555 97 47 17,  Email – info@blh.ge

ჩვენ ვმუშაობთ მანამდე, სანამ არ შეიქმნება ისეთი, ლოგო, რომელიც აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებსა და ჩვენ შეხედულებებს.

იხილეთ ჩვენი კლიენტებისა და პორტფლიოს გვერდები.