ლოგოს დიზაინის შექმნა

ლოგოს დიზაინის შექმნა

ლოგოს დიზაინის შექმნა ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია, თუმცა არც ისე მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ეფექტური ლოგო ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, იგი უნდა იყოს:

  • ორიგინალური და გამორჩეული;
  • ვიზუალურად განასახიერებდეს ბრენდს;
  • ადაპტირებული უნდა იყოს მარკეტინგისთვის.

ამ სტატიაში, წარმოგიდგენთ გზამკვლევს, თუ როგორ შექმნათ ეფექტური ლოგოს დიზაინი:

მარკეტინგული კვლევა

ლოგოს შექმნამდე, გამოიკვლიეთ თქვენი ბიზნეს ინდუსტრია, მიზნობრივი მომხმარებელი და კონკურენტები.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თქვენ საშუალება გექნებათ განსაზღვროთ ლოგოს ცალკეული დიზაინის ელემენტები, მომხარებელთა ინტერესების გათვალისწინებით.

მაგალთად: კვლევებით დგინდება, რომ იასამნფისფერი ქალების ერთ-ერთი საყვარელი ფერია, ხოლო კაცების შემთხვევაში, იგი ტოპ 10 ფერშიც კი ვერ ხვდება.

ამდენად, თუ თქვენი კომპანია პარფიუმერიის გაყიდვით არის დაკავებული, რომლის ძირითადი მომხმარებელი ქალები არიან, მაშინ ლოგოში იასამნისფერი გამართლებული იქნება, ხოლო თუ თქვენ ვაჭრობთ მანქანის ნაწილებით, მაშინ იასამნისფერის გამოყენება არ იქნება უპრიანი.

ლოგოს ანატომია

როგორც უკვე ავღნიშნეთ, თქვენი ლოგო სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება:

ფერთა შეხამება

ლოგოს ფერები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ბრენდთან. იგი უნდა ერგებოდეს სხვადასხვა ფერის და ხარისხის ზედაპირს.

ფერების მართებულად ურთიერთშეხამება ერთ-ერთი ყველაზე რთული ელემეტია ლოგოს შექმნის პროცესში.

სწორი ფონტი

ლოგოს ფონტი უნდა იყოს მარტივი, ლამაზი, თავსებადი, ამასთან ერთად გამორჩეული, თუმცა იგი არ უნდა იყოს მყვირალა.

სურათების შეხამება

ლოგოები, რომლებიც სურათების ურთიერთშეთავსებით იქმნება საჭიროებს ისეთი ელემენტების სწორად განსაზღვრას, როგორიცაა ცალკეული სურათების ზომა, პოზიცია და რელევანტურობა.

სახელწოდების მისადაგება

ბრენდის სახელწოდება ან სლოგანი ხშირად გამოიყენება ლოგოს შექმნისას. წარწერის პოზიცია, ზომა, დიზაინი და შინაარსი აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ გსურთ სწორი მესიჯის გაგზავნა მომხმარებლისთვის.

ენდეთ პროფესიონალებს

ჩვენი გამოცდილებიდა გამომდინარე, ყველაზე კარგი ლოგოები გამოგვიდეს მაშინ, როდესაც დამკვეთი მინიმალურად არის ჩართული ლოგოს შექმნის პროცესში.

თქვენ საკუთარ საქმიანობაში პროფესიონალი ხართ, ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც ლოგოს შექმნისთვის მიმართავთ.

ამიტომაც, ბოლომდე ენდეთ მათ და შედეგიც საუკეთესო იქნება.

თავსებადობა

მნიშვნელოვანია თქვენი ლოგოს დიზაინი თავსებადი იყოს სხვადასხვა პლატფორმასთან და ზედაპირთან, მათ შორის მისი გამოყენება ეფექტურად უნდა შეიძლებოდეს სოციალურ მედიაში, ვებ საიტზე, ბრენდირებულ დოკუმენტაციაში (ინვოისები, მიღება-ჩაბარება და ა.შ.)

ბოლოსიტყვაობა:

ლოგოს დიზაინის შექმნა ბრენდირების პირველი ნაბიჯია, ეფექტურ ლოგოსთან ერთად თქვენი ბრენდინგი უფრო წარმატებული და შედეგების მომტანი იქნება.

ლოგო ბევრი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, რომელთა ერთ ლოგოდ გარდაქმა საჭიროებს იდეებს, კრეატიულობას და შესაბამის ცოდნას, ამიტომაც საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მიმართავთ ამ საქმის პროფესიონალებს.

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub